ხელოვნება

ევროვიზია 2012 აზერბაიჯანში გაიმართება

15 მაისი, 2011 • • 1118
ევროვიზია 2012 აზერბაიჯანში გაიმართება

Ell/Nikki – მ აზერბაიჯანიდან ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემის შედეგად 221 ქულა დააგროვეს და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. ჯგუფი ელდრაინი საქართველოდან მეცხრე ადგილზე გავიდა.

აზერბაიჯანულმა დუეტმა კონკურსზე სიმღერა Running Scared  შეასრულა. წელს, ისევე, როგორც 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე, ტელემაყურებელთან ერთად კონკურსს ჟიურიც აფასებდა.

მეორე ადგილზე იტალიის, მესამეზე კი შვედეთის წარმომადგენლები გავიდნენ.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ყოველი მომდევნო ევროვიზია იმართება იმ ქვეყანაში, რომლის წარმომადგენელიც კონკურსში პირველ ადგილზე გადის. ევროვიზია 2012 აზერბაიჯანში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი