ხელოვნება

“აგვისტოს ომის განაჩენი”

12 აპრილი, 2011 • 1037
“აგვისტოს ომის განაჩენი”

16 აპრილს ქართველი მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ  ახალ ფილმს იხილავს. ფილმი სახელწოდებით – „აგვისტოს ომის განაჩენი“ სტუდია რე“–მ გადაიღო.

ფილმზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. ფილმში გამოყენებულია აგვისტოს ომის შესახებ სხვადასხვა დროს ტელევიზიებით გასული მასალები.

აგრეთვე, ფილმი გვთავაზობს ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებს, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ქართულ, ისე ოსურ და აფხაზურ მხარეებს. ფილმში, ასევე, გამოყენებულია უცხოელი ექსპერტების ინტერვიუები. მასალები მოკრეფილია საქართველოში, აფხაზეთსა და თურქეთში.

„სტუდია რეს“ ახალი ფილმის  „აგვისტოს ომის განაჩენი“  პრემიერა 16 აპრილს, 15:00 საათზე, კინოთეატრ „ქოლგაში“ გაიმართება.

ფილმის ნახვის შესაძლებლობა, ავტორების თქმით, მოგვიანებით აუცილებლად ექნებათ აფხაზებსა და ოსებს.

„აგვისტოს ომის განაჩენი“ „აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი