ხელოვნება

”შეიცანი იაპონია”

30 მარტი, 2011 • • 1294
”შეიცანი იაპონია”

”შეიცანი იაპონია”– ამ სახელწოდების მქონე გამოფენა 8 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ექსპოზიცია, რომელიც მეორე დღეა მუზეუმშია წარმოდგენილი, იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდს მიეკუთვნება (მე-18 – მე-20 საუკუნე). დაახლოებით 150 ნივთია წარმოდგენილი საგამოფენო დარბაზში, მათ შორის:ტიხრული მინანქარისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლის ნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალო დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და გამოფენით გამოხატავს თანაგრძნობას იაპონელი ხალხისადმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი