ხელოვნება

გარეჯის მონასტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი

17 თებერვალი, 2016 • 1372
გარეჯის მონასტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი

მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასა და ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

ფონდის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობას, აცხადებს ფონდი.

მონასტრის ტერიტორიაზე გაკეთდება ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი. გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულებაა 1 მილიონი ლარი, პროექტის ფარგლებში 30-ამდე ადამიანია დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი