ხელოვნება

კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე

25 მარტი, 2011 • • 1566
კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე

დღეს ლიტერატურის მუზეუმში გაიხსება გამოფენა “კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე” აქვე შედგება წიგნის “ფუნაგორიების”პრეზენტაცია.

წიგნში თავმოყრილია ცნობილი მწერლების– გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, გრიგოლ აბაშიძის, ნიკა აგიაშვილის და სხვათა– ერთმანეთზე დაწერილი ფუნაგორიები, ანუ ავსიტყვაობა, ასევე, გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი გამრეკელის, გიგლა ფარცხალავას, თენგიზ გოგოლაძის და სხვათა შარჟები.

კრებული შედგენილია ლადო ასათიანის, ნიკა აგიაშვილისა და კარლო კალაძის მიერ, მაგრამ პირველად ახლა გამოიცა ლიტერატურის მუზეუმის მიერ.

გამოფენა გაგრძელდება 2 კვირას – დღეიდან 9 აპრილამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი