ხელოვნება

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნება

16 თებერვალი, 2016 • 1887
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნება

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს სახელმწიფო კომისიის შექმნა დაავალა.

პრემიერის გნაცხადებით, კომისიის მუშაობაში  ჩართულია თბილისის მერია, დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე 80 წლის ასაკში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

“ძნელია, მოძებნო სიტყვები, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით გამოწვეულ დანაკლისს რომ გამოხატავს – ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ, დიდი ადამიანი – კაცი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ერის ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებაში. მსოფლიო შედევრთა თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები მის სიცოცხლეშივე იქცა ქართული კულტურის საგანძურად. ვუსამძიმრებ ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახს და მთელ საქართველოს,” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი