ხელოვნება

ტანია მარია საქართველოშია

16 მარტი, 2011 • • 2095
ტანია მარია საქართველოშია

ბრაზილიელი მუსიკოსი ტანია მარია საქართველოში მეოთხედ ჩამოვიდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ხვალ მისი კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება.

ტანია მარია პირველად საქართველოში 1995 წელს ჩამოვიდა. მისი ბოლო კონცერტი თბილისში სამი წლის წინათ გაიმართა. ხვალ ბრაზილიელი მომღერლის მასპინძელი კომპანია ბრავო რექორდსია.

ბრავო რექორდსის დამფუძნებელთა შორის არიან– ლევან ყუბანეიშვილი და ზაზა შენგელია. ზაზა შენგელია და ტანია მარია ერთამენთს დიდი ხანია იცნობენ. 16 წლის წინათ სწორედ ზაზა შენგელიამ ჩამოიყვანა საქართველოში ბრაზილიელი მომღერალი.

ტანია მარია კონცერტი კომპანია ბრავო რექორდსის პირველი პროექტია.

ტანია მარია 90– წუთიანი პროგრამით არის ჩამოსული თბილისში. მისი კონცერტი ხვალ, 17 მარტს, გაიმართება.

ბრაზილიელი მომღერლის კონცერტის after party მარჯანოვ ექსპრესში კონცერტის შემდეგ არის დაგეგმილი.

ტანია მარიას  შემდეგი  კონცერტი საფრანგეთში აქვს დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი