ხელოვნება

ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი ალ ბუსტანის ფესტივალზე

14 მარტი, 2011 • • 1268
ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი  ალ ბუსტანის ფესტივალზე

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს.

ორკესტრი პარტნიორობას გაუწევს პიანისტებს –მარტინა ფილიაკს, დენის კოჟუხინს და ვიოლონჩელისტ გოტიე კეპიუშონს.
ქართველი მომღერლები ირინე თაბორიძე, სოფიო ჯანელიძე და ლეგი იმედაშვილი ლიბანის ფილარმონიულ ორკესტრთან და ბეირუთის კონსერვატორიის გუნდთან ერთად  დვორჟაკის Stabat Mater -ს შეასრულებენ.

ალ ბუსტანის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იქნება 17 და 19 მარტს მოცარტის ოპერის “მითრიდატე– პონტოს მეფის” წარმოდგენა.

მოცარტის ოპერაში იმღერებენ: იანგ იანგი, თეონა დვალი, ირინე თაბორიძე, სოფიო გორდელაძე, სოფიო ჯანელიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ნინო ჩაჩუა, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები ნინო კასრაძე, ნინო თარხან-მოურავი, თემიკო ჭიჭინაძე, დავით დარჩია, დავით უფლისაშვილი და ოპერის თეატრის ორკესტრი.

კონცერტებსა და სპექტაკლებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო გაუძღვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი