ხელოვნება

,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან

12 მარტი, 2011 • • 1311
,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან

დღეს, 12 მარტს, საქართველოს  ეროვნულ მუზეუმში სამი პოლონელი ხელოვანის ნამუშვრების გამოფენა ,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან” გაიხსნება.  ეს არის ეროვნული მუზეუმისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი.

ქართველ დამთვალიერებელს პირველად ექნება საშუალება, ნახოს პოლონური ვიტრაჟის ხელოვნება.

კერძოდ, წარმოდგენილი იქნება ანდრჟეი მარკოვსკის, იეჟი ნოვოსელკისა და ადამ სტალონ დობრჟანსკის ვიტრაჟები და არქიტექტურული  პროექტები.

ადამ სტალოდ დობრანჯსკიმ პოლონური ეკლესიის ინტერიერში პირველმა შემოიტანა ვიტრაჟი  და პოლონეთის 52 კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შექმნა პოლიქრომული ვიტრაჟები და მოზაიკები.

იეჟი ნოვოსელსკის ხატწერა  პოლონეთის ბევრ მართმადიდებლურ ეკლესიაში შეგხვდებათ.

ანდრჟეი მარკოვსკი ცნობილი არქიტექტორია. პოლონეთის გარდა, მუშაობდა საფრანგეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. იგი არის ისეთი ცნობილი ნაგებობების ავტორი, როგორებიცაა– TVN-ის შტაბ-სახლები და Mazurka Travel -ის საკონფერენციო ცენტრის შენობა.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება პოლონურ-შვედური პროგრამა ,,Confeidian-ეკო-ქალაქი SWEKO-დან”, რაც გულისხმობს პეკინის ახლოს დაგეგმარებულ ურბანული განვითარების ეკო-ქალაქს.

გამოფენა 31 მარტამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი