ხელოვნება

ბალანჩივაძის გამოფენა 68 ნამუშევრით

11 მარტი, 2011 • • 1865
ბალანჩივაძის გამოფენა 68 ნამუშევრით

11 მარტს 18:00 საათზე, „ბაია გალერეაში“  ჯარჯი ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

დამთვალიერებელი  68 ნამუშევარს იხილავს, რომელთა უმეტესობა მხატვარმა ბოლო წლებში შექმნა.

ჯარჯი ბალანჩივაძე არა მხოლოდ მხატვარი, არამედ მუსიკოსიცაა. მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს პედაგოგად, ამავე დროს იყო ფილარმონიის სოლისტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა. 1971 წელს დააარსა კამერული ორკესტრი „ორფეუსი“. მიუხედავად დატვირთული „მუსიკალური ცხოვრებისა“, ხატავდა კიდეც.

მისი გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

„ბაია გალერეამ“ 2009 წელსაც  უმასპინძლა ჯარჯი ბალანჩივაძის გამოფენას.

ზღაპრული სამყაროსთვის დამახასიათებელი ფერადოვნება, მარტივი და უშუალო პერსონაჟები – ეს ბალანჩივაძის ხატვის სტილია.

ასე რომ, თუ გინდათ ზღაპრულ სამყაროში იმოგზაუროთ, ეწვიეთ „ბაია გალერეას“. გამოფენა 22 მარტამდე გაგრძელდება.

ჯარჯი ბალანჩივაძე
ჯარჯი ბალანჩივაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი