ხელოვნება

წინანდლის პრემია 2016-ის ლაურეატები ცნობილია

9 იანვარი, 2016 • 2992
წინანდლის პრემია 2016-ის ლაურეატები ცნობილია

დღეს, 9 იანვარს ყვარელში, სასტუმრო “როიალ ბატონში”  “წინანდლის პრემიით” ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სხვადასხვა ნომინაციაში “წინანდლის პრემია” აიღეს:

თეატრალურ ხელოვნებაში – მიხეილ ჩარკვიანმა
კინოხელოვნებაში – დავით ფირცხალავამ
მხატვრულ ლიტერატურაში (პროზა) –  სალომე ბენიძემ
მხატვრულ ლიტერატურაში (პოეზია) – ლია ლიქოკელი.
მუსიკაში – გიორგი ცაგარელმა
ფოტოგრაფიაში – ანდრო ერაძემ
სახვითი ხელოვნებაში – გიორგი შალიკაშვილმა
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ზურაბ გუგუჩავამ

საქართველოს პრეზიდენტმა წინანდლის პრემიის სპეციალური პრიზი განსაკუთრებული  მიღწევისათვის ახალგაზრდა მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს გადასცა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით – 5 000 ლარის ოდენობით. თითოეულ ნომინანტს გადაეცა სპეციალური სიგელი.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე გაჩნდა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.

“წინანდლის პრემია” საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მესამე წელია გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.

დღეს პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო გიორგი მარგველაშვილიც

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

Posted by Giorgi Margvelashvili on Saturday, January 9, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი