ხელოვნება

დეივ გროლის “ღვთიური ნიჭი”

13 იანვარი, 2011 • 1493
დეივ გროლის “ღვთიური ნიჭი”

დეივ გროლი, პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული როკ ვარსკვლავი, წლების მანძილზე ატარებდა „როკის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცის“ ტიტულს. ახლა კი Foo Fighters–ის წამყვან ვოკალისტსა და  Nirvana–ს ყოფილ დრამერს შეუძლია ახალი მეტსახელით დატკბეს: მუსიკალური ჟურნალი New Musical Express–ი  მას 23 თებერვალს „ღვთაებრივი გენიის“ ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადებს.

გასულ წლებში ამ საპატიო ტიტულის მფლობელები იყვნენ: The Clash, New Order, U2, Massive Attack. ტრადიციულად ამ ტიტულის მფლობელები ხდებიან ის მუსიკალური ოლიმპიელები, რომლებმაც მრავალჯერ, სხვადასხვა დროს დაამტკიცეს თავიანთი ძლევამოსილება: დეივ გროლმა ნამდვილად მოახერხა ეს, მისმა Foo Fighters–მა არაერთხელ გაავსო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტადიონები. მას შემდეგ, რაც გროლი კურტ კობეინის (Nirvana–ს სოლისტი) ჩრდილიდან გამოვიდა, გაცილებით მეტი ალბომი გაყიდა Foo Fighters–სთან ერთად, ვიდრე – Nirvana–მ.

„დროა, მსოფლიომ ის გაცილებით სერიოზულად აღიქვას“ – წერს ტელეგრაფი და იქვე ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:  „ის არა მხოლოდ მძიმე როკერია“, „ის არ არის კლიშე“, „ის ფანტასტიკური კომპოზიტორია“ და ა.შ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი