კინოხელოვნება

როგორ იღვიძებს ვარსკვლავური ომების ძალა

9 დეკემბერი, 2015 • 3400
როგორ იღვიძებს ვარსკვლავური ომების ძალა

“გიჟები არ ვართ,” – ამბობს ნიუ იორკ თაიმსთან საუბარში ავრსტრალიელი ქალი, რომელიც ჰოლივუდის ბულვარში, ჩინურ კინოთეატრთან გაშლილ კარავში საცხოვრებლად გადმობარგდა.

ვარსკვლავური ომების ახალი ნაწილი “ძალის გამოღვიძება” კინოთეატრებში 17 დეკემბრიდან გამოჩნდება, თუმცა ფილმის გულშემატკივრები კინოთეატრის წინ ბილეთების შესაძენად რიგს უკვე იკავებენ. ბევრი მათგანი ადგილზე კარვებით მივიდა და მომდევნო 2 კვირის გატარებას იქ გეგმავს.

რა არის “ვარსკვლავური ომები”?

1977 წლის 25 მაისს კინოეკრანებზე პოპკულტურის ახალი ფენომენის “ვარსკვლავური ომების” პირველი ფილმი გამოჩნდა. წარმატებული სტარტის შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკას გაგრძელება 1980 და 1983 წლებში ორი ახალი ფილმის სახით მოჰყვა. ფრანჩაიზის ავტორი რეჟისორი ჯორჯ ლუკასია. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები “დიდი ხნის წინ ჩვენგან შორს გალაქტიკაში” ცხოვრობდნენ. ფილმის ყველა ნაწილი ოსკარის რამდენიმე ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ფილმების გაქირავებიდან მიღებულმა მოგებამ კი, ჯამში, $4.38 მილიარდი შეადგინა.

“ვარსკვლავური ომები” გინესის წიგნის რეკორდსმენიც გახდა, როგორც ყველაზე წარმატებული მერჩენდაიზერი. 2012 წელს ფრანჩაიზის ღირებულება 30 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

2012 წელს დისნეის სტუდიამ “ვარსკვლავური ომების” შემქმნელი “ლუკასფილმზი” 4 მილიარდ დოლარად შეიძინა და ფილმის ახალი 3 ნაწილის გამოსვლის შესახებ დააანონსა. პირველი ფილმის (Force awaken) ავტორად ამერიკელი რეჟისორი ჯ.ჯ. აბრაამსი შეირჩა.

ფანები ვარსკვლავური ომების პერსონაჟების კოსტიუმებით, სტერნში სამეცნიერო ფანტასტიკის კონფერენციის ქოსფლეიზე 2014 წელი. ფოტო: EPA/FREDRIK VON ERICHSEN

ფანები ვარსკვლავური ომების პერსონაჟების კოსტიუმებით, სტერნში სამეცნიერო ფანტასტიკის კონფერენციის ქოსფლეიზე 2014 წელი. ფოტო: EPA/FREDRIK VON ERICHSEN

რატომ არის ფილმი წარმატებული?

ფილმმა გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზე და ზოგადად, ჰოლივუდური ფილმების შექმნის სტილზე, არა მხოლოდ შესრულების ტექნიკაზე, არამედ შინაარსობრივ მხარეზეც. ამ დრომდე სპეცეფექტებს ფილმებში დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, თუმცა ვარსკვლავური ომების გამოსვლის შემდეგ სპეცეფექტების ბუმი გაჩნდა. კინოსტუდიებმა ყველაზე დიდი ფინანსური რესურსის ჩადება ვიზუალურ ეფექტებში დაიწყეს. ფილმმა გააერთიანა რამდენიმე კინოჟანრი. “ვარსკვლავურმა ომებმა” დანერგა ე.წ. ზაფხულის ბლოგბასტერის ფენომენი და გახდა პირველი ყველაზე წარმატებული სიქველი.

სერიებმა დიდი გავლენა იქონიეს ამერიკულ პოპკულტურაზე. სასაუბრო ენაში დამკვიდრდა ფრაზები ფილმებიდან, გაჩნდა ახალი სლენგი, სტილი.

ფანები ლონდინში, ფილმის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ფოტო: EPA/LINDSEY PARNABY

ფანები ლონდინში, ფილმის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ფოტო: EPA/LINDSEY PARNABY

ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ცვილის ფიგურები. ფოტო: EPA/BRITTA PEDERSEN ATTENTION EDITORS: FOR EDITORIAL USE ONLY IN CONNECTION WITH CURRENT REPORTING EDITORIAL USE ONLY

ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ცვილის ფიგურები. ფოტო: EPA/BRITTA PEDERSEN

რატომ ელოდება მაყურებელი ფილმს?

“ალბათ, დიდი მოლოდინი მაინც სარეჟისორო სკამის შეცვლას უკავშირდება. ჯორჯ ლუკასის 1999-დან 2005 წლამდე გამოსული პრიქველები საშინელება იყო, არადა პროექტი მისი შექმნილია. ახლა საერთოდ სხვა სტაფია პროდაქშენში. ჯ.ჯ აბრაამსი საინტერესო და გამოცდილი რეჟისორია. ლუკასი სცენარსაც კი არ წერს მეშვიდე ეპიზოდისთვის და, ასე ვთქვათ, მთლიან ფილმს მხოლოდ მის ერთგულ ფანებს ანდობს. თითქოს მისი დაშვებული შეცდომები სხვას უნდა გამოასწორებინოს. თან ახალგაზრდა ქასთი, ახალი პერსონაჟები და ძველი ნოსტალგიანარევი გარემო ძალიან საინტერესო სანახავი უნდა იყოს ამდენი წლის შემდეგ. ბოქსოფისის ბუმსაც ველოდები.” – ლევან ბაბუციძე, CSM-ის აუდიოვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი.

მოსკოვში ფილმის შემდები ნაწილის პრემიერამდე სახლების კედლები მოხატეს. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

მოსკოვში ფილმის შემდები ნაწილის პრემიერამდე სახლების კედლები მოხატეს. ფოტო: EPA/MAXIM SHIPENKOV

“1977-ში გამოვიდა და იმ დროისთვის გამოყენებული იყო საოცარი ეფექტები. 38 წელია უკვე ტრენდებშია ამის გამო. იმდროინდელი ბავშვები დღეს დიდები არიან და ნოსტალგია აქვთ. ფილმს არა მარტო დღევანდელი ახალგაზრდა ფანები ნახავენ, არამედ უფროსი თაობაც,”- ავთო ფხაკაძე, თსუ-ს სტუდენტი.

ფანებმა კინოთეატრის წინ კარვები გაშალეს. ფოტო: Indephendent.co.uk

ფანებმა კინოთეატრის წინ კარვები გაშალეს. ფოტო: Indephendent.co.uk

Star Wars: The Force Awakens საქართველოს კინოთეატრებში 17 დეკემბრიდან გამოჩნდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი