ხელოვნება

ლიტერატურულ კონკურს “წეროს” გამარჯვებულები 11 დეკემებერს გამოვლინდებიან

7 დეკემბერი, 2015 • 1418
ლიტერატურულ კონკურს “წეროს” გამარჯვებულები 11 დეკემებერს გამოვლინდებიან

11 დეკემბერს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის ”წერო“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.

„წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 455 საკონკურსო ნაწარმოებიდან ექვსი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები) 16 საუკეთესო დაასახელა.

მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი. მკითხველებს, ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ. 11 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:

პირველი პრემია: ლიტერატურული პრემია „წერო“ და 4000 ლარი;

მეორე პრემია: 2000 ლარი;

მესამე პრემია: 1000 ლარი;

საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული ნაწარმოებები; ასევე, ყველაზე აქტიური მკითხველები, რომელთაც სპეციალურ პრიზებს Lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC გადასცემს.

კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი