ხელოვნება

ბრიტანული კინო თბილისში

18 ნოემბერი, 2010 • 1320
ბრიტანული კინო თბილისში

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 6-12 დეკემბერს გაიმართება, ბრიტანული კინოს პროგრამის ფარგლებში, აჩვენებენ კენ ლოუჩის ფილმს– „ერიკის ძიებაში“ და სტივენ ფრირზის ბოლო ნამუშევარს, კომედიურ ფილმს– „ტამარა დრუ“.

ფეტსივალზე ბრიტანულ კინოს პროგრამა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიტანული პროგრამა ასევე წარმოადგენს სტივენ პოლიაკოვის ფილმს „დიდებული 39“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის წინ ერთი ბრიტანული ოჯახის საიდუმლოებით მოცულ ამბავს მოგვითხრობს. ასევე ნაჩვენები იქნება დომინიკ მერფის „უაითის გამონათება“ ფილმი განმარტოებით მცხოვრები მოცეკვავის, ჯესკო უაითის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მთელი სიყმაწვილე გამოსასწორებელ სკოლაში და სულით ავადმყოფთა თავშესაფარში აქვს გატარებული – ნარკოტიკების მოხმარების, საწვავის ქურდობის და ველური ქცევის გამო.

ამავე პროგრამის ფარგლებში, ფესტივალს ეწვევიან რეჟისორი ჯასტინ მოლოტნიკოვი და პროდიუსერი კლერ მანდელი, რომლებიც წარმოადგენენ ფილმს – „ცრემლებამდე სიცილი“ და ჩაატარებენ მასტერ-კლასს ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვისა და სტუდენტებსთვის. მასტერ-კლასის თემაა მცირებიუჯეტიანი ფილმის წარმოების სპეციფიკა, სცენარის განვითარების, გადაღებების პროცესის ორგანიზებისა და პროდიუსინგის ჩათვლით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეთერთმეტედ ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი