ხელოვნება

4 დღე ჯაზის მოყვარულებისთვის

27 ოქტომბერი, 2010 • • 1396
4 დღე ჯაზის მოყვარულებისთვის

თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალი დღეს, საღამოს 8 საათზე, გაიხსნება. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 4 დღის განმავლობაში  ცნობილი მუსიკოსები გამოვლენ.

ფესტივალს მააკოი ტაინერის კვარტეტი და კრისტიან სკოტის კვინტეტი გახსნის.

ჯაზ ფესტივალი წელს თბილისობის ფარგლებში იმართება. კომპანია ისთერნ ფრომოუშენი ფესტივალს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ჯაზ ფესტივალზე მსმენელი  ისეთ ცნობილ და პოპულარულ მუსიკოსებს მოუსმენს, როგორებიც არიან რაშელ ფერელი და ბლუზ ბრაზერს ბენდი.

უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მუსიკოსების კონცერტებიც იგეგმება.

კონცერტების შემდეგ თბილისი event hall-ში გაიმართება ჯამ სეიშენები, სადაც დაუკრავენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ჯაზ შემსრულებლები.

 პროგრამა

27.10.10 /20:00 

  • CHRISTIAN SCOTT QUINTET (USA)
  • McCOY TYNER QUARTET featuring GARY BARTZ (USA)

28.10.10/20:00 

  • DIANNE REEVES “Strings Attached” featuring RUSSELL MALONE AND ROMERO LUBAMBO (USA)
  • THE JAZZ CRUSADERS featuring JOE SAMPLE, WAYNE HENDERSON (USA)

29.10.10/20:00

  • THE SYNDICATE “Tribut to Joe Zawinul” (F/BRA/SEN/CI)
  • RACHELLE FERRELL (USA)

30.10.10/20:00

  • L’IMAGE featuring Mike Mainieri, David Spinozza Warren Bernhardt,Tony Levin, Steve Gadd (USA)
  • THE “ORIGINAL” BLUES BROTHERS BAND “30TH Anniversary of the Blues Brothers movie” (USA)

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი