ხელოვნება

ევროკავშირის კულტურის კვირეული: პორტუგალიური SUEST’ARTE სამეფო უბნის თეატრში

5 ნოემბერი, 2015 • • 1413
ევროკავშირის კულტურის კვირეული: პორტუგალიური SUEST’ARTE სამეფო უბნის თეატრში

პორტუგალიური ოთხეული საკუთარი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ტანგოს რევოლუციის პერიოდიდან ასრულებს ნაწარმოებებს. როგორც ანსამბლის წევრები ამბობენ, მსგავსი ღონისძიებები კულტურათა დაახლოებას უწყობს ხელს. ბენდს ტანგოს შესრულებაში ქართველი მოცეკვავე დაეხმარა.

 

SUEST
SUEST’ARTE-ემ ქართულ ანსამბლ იბერიასთან ერთად შეასრულად ნომერი 04.11.15

 

ევროკავშირის კულტურის კვირეული უკვე 3 წელია იმართება. დედაქალაქს უკვე რამდენიმე ქალაქი შეემატა – ქუთაისი, თელავი, სიღნაღი, ფოთი, ახალციხე და რუსთავი 30 ხელოვანს მაპინძლობს 8 ქვეყნიდან. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყოველ წელს მიმართავს წევრ ქვეყნებს თხოვნით, რომ წარმოადგინონ ის ხელოვანები, რომლებსაც სურვილი ექნებათ კვირეულში მონაწილეობა მიიღონ.

 

“ღონისძიებების მთავარი მიზანი ქართველი ხალხისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურის გაცნობაა. როდესაც მედია საუბრობს ევროკავშირზე, ძირითადი აქცენტი კეთდება პოლიტიკაზე. რეალობა კი ისაა, რომ წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან მდიდარი კულტურა და ტრადიციები. ჩვენი კვირეულიც ამისი მცდელობაა, რომ ვუჩვენოთ ქართველ ხალხს, რამდენად ახლოს არის საქართველო ევროპასთან, რამდენი ტრადიცია გვაქვს საზიარო,”- აცხადებს ევროკავშირის დელეგაციის კომუნიკაციის მენეჯერი მიკოლაი ბეკასიაკი.

 

პორტუგალიური ანსამბლის SUEST
პორტუგალიური ანსამბლის SUEST’ARTE-ს კონცერტი სამეფო უბნის თეატრში 04.11.15

 

ევროკავშირის კულტურის კვირეული 8 ნოემბერს სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიხურება. დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი