კინოხელოვნება

ბაბლუანის ახალი 13

5 ოქტომბერი, 2010 • • 1925
ბაბლუანის ახალი 13

ახალი 13  ეკრანებზე 2010 წელს გამოვა. ფილმების ინტერნეტ ბაზის ოფიციალურ გვერდზე, გელა ბაბლუანის ახალი 13 -ის გამოშვების თარიღად, ეს წელია მითითებული.

ფილმი, რომელიც თავად რეჟისორმა გელა ბაბლუანმა გადაიღო, ფრანგული 13-ის ე.წ. რიმეიქია. მას შემდეგ, რაც 2005 წელს გადაღებულმა ფილმმა სანდენსის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო და რეჟისორმა ფილმით სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა, დაიწყო საუბარი ფილმის ჰოლივუდური რიმეიქის შექმნაზე.

საბოლოოდ, ახალი 13 Paramount vintage-მა დააფინანსა და გელა ბაბლუანი კიდევ ერთხელ გახდა 13-ის რეჟისორი.

ბაბლუანის ახალი ცამეტის გადაღება 2009 წელს დაიწყო. გასულ თვეს კი ინტერნეტში ფილმის ტრეილერი გამოჩნდა.

ჯეისონ სტეტჰემი, მიკი რურკი, 50 ცენტი და ალექსანდრ სკარგარდი ფილმის მთავარი გმირები არიან.

გარდიანთან მიცემულ ინტერვიუში მსახიობი წერს,რომ 13-ში მან უფრო მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე ” Wrestler”-ში.

ახალ ცამეტში არა მხოლოდ მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობები შეიცვალნენ. შეიცვალა მათი სახელებიც: სებასტიანის ნაცვლად ჯეკი, ჯეკის ნაცვლად ჯეფერსონი და სხვ.

გელა ბაბლუანი არა მხოლოდ ფილმის რეჟისორია. ის ფილმის სცენარის ავტორიცაა. სცენარის ავტორი, ბაბლუანთან ერთად, გრეგორი პრუსია.

ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი  დასახელებული არ არის. მათ შორის კომპანია პარამოუნტის საიტზეც არ იძებნება ცამეტის ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი დრო.

თუმცა თუ ფილმების ინტერნეტ ბაზის საიტს დავეყრდნობით, 13 არაუგვიანეს 2010 წლისა გამოვა ეკრანებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი