ხელოვნება

ცა მიწიდან იწყება

2 ოქტომბერი, 2010 • • 2147
ცა მიწიდან იწყება

ოთარ ჭილაძის უბის წიგნაკის ჩანაწერები წიგნად გამოიცა.

“ცა მიწიდან იწყება” – ოთარ ჭილაძის ახალ წიგნს მისი მკითხველი დღეს კაფე ქარავანში გაიცნობს, სადაც გამომცემლობა “ინტელექტი” პრეზენტაციას გამართავს.

 

“ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ-ოდესღაც საუკუნეთა მიღმა. ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ. ვიღაცამ. სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ(შეიძლება დამფასებელმაც). ჩემს საფლავს ჩასძახოს:იძინე მშვიდად. ჯერ ჩვენ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვია! ოთარ ჭილაძე!”

მწერლის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ მისი მეორე წიგნი გამოდის.  “ცა მიწიდან იწყება” ავტობიოგრაფიულია. კრებული მწერლის ძმამ თამაზ ჭილაძემ შეადგინა და წინასიტყვაობაც მანვე დაურთო.

წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.

ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი  ბოლო ნაწარმოები, “წათეს წითელი წაღები” რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა.

გარდა რომანებისა –”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” , “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” “რკინის თეატრი” და სხვა– მწერალს ათამდე პოეტური კრებული აქვს გამოცემული.

მასალების გადაბეჭდვის წესი