ხელოვნება

პარლამენტის ბიბლიოთეკაში თენგიზ მირზაშვილს გაიხსენებენ

29 სექტემბერი, 2010 • • 3192
პარლამენტის  ბიბლიოთეკაში თენგიზ მირზაშვილს გაიხსენებენ

თენგიზ მირზაშვილს, მხატვარს, რომელსაც საქართველოში ჩუბჩიკას სახელით იცნობდნენ პარლამენტის ბიბლიოთეკის დარბაზში  გაიხსენებენ.

მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მის ნამუშევრებთან ერთად, ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგება.

30 სექტემბერს, დღის 4 საათზე”თენგიზ მირზაშვილის ბიობიბლიოგრაფიის” პირველი და მეორე გამოცემის პრეზენტაციია დაგეგმილი.

ბიბლიოთეკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ნათქვამია, რომ წიგნში მხატვრის მიერ შესრულებული პლაკატები, ბუკლეტები, წიგნის ილუსტრაციები შევა. ასევე  სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ინტერვიუები და პუბლიკაციები.

გამოფენაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს წიგნის გარეკანზე განთავსებული ავტოპორტრეტის ორიგინალს, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს, წერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. წიგნის შემდგენელი ციური კოჭლაშვილია, რედაქტორი კი ლევან თაქთაქიშვილი.

თენგიზ მირზაშვილი 74 წლის ასაკში,2008 წლის იანვარში გარდაიცვალა. თავის დროზე მისი ნამუშევრების გამოფენები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოეწყო. მათ შორის გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში.

თენგიზ მირზაშვილი - თეთრი ფარა
თენგიზ მირზაშვილი – თეთრი ფარა

მასალების გადაბეჭდვის წესი