კინოხელოვნება

„საქართველოდან“ – „წითელ აგვისტომდე“

28 სექტემბერი, 2010 • • 1233
„საქართველოდან“ – „წითელ აგვისტომდე“

რენი ჰარლენის ”GEORGIA”–ს სახელწოდება შეეცვალა: „წითელი აგვისტოს“ პრემიერა 2011 წლის მარტისთვის იგეგმება. ინფორმაციას პრემიერის შესახებ ფილმების ინტერნეტ–ბაზის (IMDB) ოფიციალური ვებ–გვერდზეა.
 
მაისში, კანის 2010 წლის კინოფესტივალის  დახურულ ჩვენებაზე ფილმი ძველი სახელწოდებით აჩვენეს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოში ფილმის გადაღების პროცესი მიმდინარეობდა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2010 წლის 8 აგვისტოსთვის იგეგმებოდა.  

რენი ჰარლენის ბლოგზე ჯერ კიდეც 2010 წლის აპრილში ვკითხულობთ:
”GEORGIA” თითქმის დამონტაჟებულია, მზად არის მუსიკის დადებისთვის და ხმის და ვიზუალური ეფექტებისთვის. ფილმი პროდიუსერებს და მონაწილეებს ვაჩვენეთ და მათი რეაქცია იყო არნახული. მე ძალიან ვამაყობ ამ ფილმით და ერთი სული მაქვს, როდის ვაჩვენებ მსოფლიოს”.
 
მიუხედავად იმისა, რომ რენი ჰარლენს ერთი სული ჰქონდა, როდის აჩევენებდა ფილმს მსოფლიოს, საპრემიერო ჩვენებამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელია დარჩენილი.

”წითელ აგვისტოს” გვერდი  სოციალურ ქსელ ფეისბუქში  7 სექტემბერს შეიქმნა. 22 სექტემბერს კი  youtube-ზე ფილმის ახალი ტრეილერი გამოჩნდა.

”წითელი აგვისტო” საქართველო რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომზეა, ფილმის ტრეილერში მითითებულია, რომ სცენარი რეალურ მოვლენებს ედება საფუძვლად. ქართველ მსახიობებთან ერთად, რენი ჰარლენის ფილმში მონაწილეობენ: რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი და ენდი გარსია.

მიუხედავად იმისა, რომ „წითელი აგვისტოს“ პრემიერა ჯერ კიდევ არ შემდგარა, ჰარლენმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე, რომლის სახელწოდებაა Mannerheim.

მასალების გადაბეჭდვის წესი