კინოხელოვნება

საშა ბარონ კოენი ფრედი მერკურის როლში

20 სექტემბერი, 2010 • 1853
საშა ბარონ კოენი ფრედი მერკურის როლში

ცნობილი სცენარისტი პიტერ მორგანი ახალი ფილმისთვის ამზადებს სცენარს, რომელიც ჯგუფ ”ქუინის” და მის  აწგარდაცვლილ სოლისტ ფრედი მერკურის მიეძღვნება.

ცნობილი მომღერლის როლს ბრიტანელი მსახიობი საშა ბარონ კოენი შეასრულებს, რომელიც განთქმულია თავისი სკანდალური როლებით. “ბორატში” შესრულებული როლის გამო მას ყაზახეთში ჩასვლაც კი აუკრძალეს, ხოლო მოდის ჰომოსექსუალი ჟურნალისტის როლმა ფილმში “ბრუნო” არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

სწორედ ზემოდხსენებული ფაქტების გამო მიიჩნევენ რომ მის მიერ ფრედი მერკურის როლის შესრულება მუსიკოსის ფანებს ძალიან გააღიზიანებს, თუმცა პროდიუსერები ასე არ ფიქრობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ ფილმი დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

 “ქუინის”-ის გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი, რომლებსაც ფილმის მუსიკალური გაფორმების მეთვალყურეობა ევალებათ, აცხადებენ, რომ ისინი დადებითად არიან განწყობილი კოენის კანდიდატურის მიმართ და მას სრულ მხარდაჭერას პირდებიან. ფილმის გამოშვება მომავალ წელს მერკურის გარდაცვალების 20 წლის თავზე იგეგმება.

პიტერ მორგანი არის სცენარის ავტორი ფილმისა ”დედოფალი”, რომელიც სტივენ ფრირზიმ 2006 წელს გადაიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი