ხელოვნება

მაია, ქაფი და ცეცხლი

30 ივლისი, 2010 • 1735
მაია, ქაფი და ცეცხლი

31 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში  გასართობი პროგრამების სეზონს დიჯეი მაია ქეი გახსნის. საღამოს 9 საათზე ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის ტერიტორიაზე  მაია ქეი სამ საათიან შოუ პროგრამას წარმოდგენს.

 ორგანიზატორების განცხადებით, დიჯეი თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს შეასრულებს. საღამო ვოკალისტებისა და მოცეკვავეების ცეცხლოვანი წარმოდგენითა და „ქაფი-შოუ“ პროგრამით გაგრძელდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ შოუში მონაწილე მუსიკოსები ჯექსონების ოჯახის მიერ ოფიციალურად ლიცენზირებული ჯგუფია, რომელსაც უფლება აქვს მაიკლ ჯეკსონის ქორეოგრაფიული წარმოდგენის ნაწილი ევროპის მაშტაბით შეასრულონ.

მაია ქეი ამჟამად უკვე ბათუმშია და სასტუმრო „შერატონში“ ცხოვრობს.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ქუთაისიდან და ზუგდიდიდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსები ივლიან.

ევროპელი დიჯეი ბათუმში აჭარის მთავრობის მოწვევით ჩამოვიდა, ღონისძიების ორგანიზატორებია ასევე „ბამბა რუმი“, რომლის ფილიალიც ბათუმში 31 ივლისს იხსნება და სარეკლამო კომპანია „მეტრო“. რა თანხა იხარჯება ევროპელი დიჯეის წარმოდგენისათვის, ორგანიზატორები ვერ ასახელებენ.

მაია ქეი
მაია ქეი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი