ხელოვნება

არდიfest 2010 – მესამე დღის პროგრამა

25 მაისი, 2010 • 1634
არდიfest 2010 – მესამე დღის პროგრამა

25 მაისს არდიფესტზე წარმოდგენილი იქნება ორი სპექტაკლი:

 

სურვილების განდევნა

პიესის ავტორი და რეჟისორი: ზურა მელიქიძე

მხატვარი: ნატუკა გაგნიძე

მონაწილეობენ: მიშა კალანდაძე, გიორგი ლომთაძე

„რა უფრო მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ოქროს კბილები აქვს? ის, რომ პირი ოქროთი აქვს გამოტენილი, თუ ის, რომ კბილები არა აქვს?“

„როდესაც ფეხის თითზე წამოზრდილი კოჟრი ხარ, კოჟრობა უფრო გაწუხებს, თუ ის, რომ ფეხის თითზე ხარ?“

ახალგაზრდა მწერალთან, რომელსაც შემოქმედებითი კრიზისი აქვს, მოდის საკუთარი ბავშვობა, რომელიც ცდილობს, დაარწმუნოს, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია.

 

ანამ დახურა ფანჯრები

რეჟისორი: ნინი  ჩაკვეტაძე

პიესის ავტორი და კომპოზიტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი

მონაწილეობენ: სოფია მაიერი, გიორგი იარაჯული, ვანო დუგლაძე

დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ ნამდვილად ისეთები ხართ, როგორაც საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ? რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ამოუცნობ ადგილას მოხვდებით, სადაც ორი უცნაური ადამიანი გამოცდის წინაშე დაგაყენებთ. გადალახავს კი ასეთ გამოცდას ებრაელი გოგონა, ანა ფრანკი?

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი