ხელოვნება

არდიFest 2010 – დღე პირველი

23 მაისი, 2010 • • 2164
არდიFest 2010 – დღე პირველი

არდიFest 2010 დღეს, საღამოს 8 საათზე ოთხი სპექტაკლით იხსნება. მაყურებელი ორსაათიან პროგრამას იხილავს:

დროთეატრი „სინთეზი“

ავტორები და შემსრულებლები: შალვა გოგოლაძე, ლაშა რობაქიძე, გიო ღონღაძე.

სინოფსისი: ადამიანები იბადებიან თავისუფლები, თუმცა, შემდეგ გაუაზრებლად ექცევიან ჩარჩოებში, საიდანაც გამუდმებით ცდილობენ თავის დაღწევას. სპექტაკლი წარმოადგენს პლასტიკური ჟანრების სინთეზს.

NEW ოდისეადიანა ანფიმიადის ლექსების მიხედვით

რეჟისორი: სალომე ჯოგლიძე
კომპოზიტორი: რობი კუხიანიძე
მხატვარი: ვასილ ტაბატაძე
მონაწილეობენ: მარიამ დოლიძე, ანა ყაჭეიშვილი, ანა ცხადაძე, თეკლა ჯავახაძე, ეთო გუგავა, ვახო ჩაჩანიძე 

სინოფსისი: ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში, ჰიპნოზის ქვეშ, ხუთი თანამედროვე ქალი უბრუნდება თავის არქეტიპულ სახეს. ექსპერიმენტულ სპექტაკლში ისინი ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟებად იქცევიან.

კევინი

პიესის ავტორი და რეჟისორი: მადი ბერიაშვილი
მთავარ როლში: შაკო მირიანაშვილი

სინოფსისი: „ზრდა რომ შევწყვიტე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი… ერთ დილასაც დედაჩემმა შეჰკივლა: კევინ, ღმერთო ჩემო, მამაშენი ხარ!“ დედა და მამა დაიხოცნენ, მარტო დარჩენილი კევინისთვის ირონიული თვითრეფლექსიის დრო დადგა. მკვდარი მშობლები მისთვის ისევ ცოცხლები არიან. იქნებ, უფრო მეტადაც, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში იყვნენ.

წყეული იყოს ორივე გვარი!

პიესის ავტორი: გრიგორი გორინი
მხატვარი: ირაკლი ძნელაძე
ქორეოგრაფი: ნათია ტალახაძე
მონაწილეობენ: მირიან ჯეჯელავა, მარიამ ნადირაძე, ანრი ბიბინეიშვილი, ანა გულიაშვილი, მორის მელაძე, ჯანო იზორია, ზაზა მელაძე, გიგი მიგრიაული, თაზო რევაზიშვილი, გიორგი ძამუკაშვილი, გეგა ჩხაიძე, თათული თოხვაძე და კონსერვატორიის სასულე კვინტეტი.

სინოფსისი: რომეო და ჟულიეტა დაიხოცნენ. ჰერცოგი მოითხოვს, ორი მოსისხლე გვარი შერიგდეს. ამისათვის მონტეკებმა სასიძო უნდა იპოვონ, კაპულეტებმა კი – სასძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი