ხელოვნება

აფრიკული ოსკარი და ნოლივუდის კინო ინდუსტრია

1 მაისი, 2010 • • 2374
აფრიკული ოსკარი და ნოლივუდის კინო ინდუსტრია

ჰოლივუდს და ბოლივუდს ნოლივუდიც შეუერთდა, კინო ინდუსტრია ნიგერიაში.

5 წლის წინ, 2005 წლის 30 მაისს პირველი კინო დაჯილდოება გაიმართა. “ამაა”, ანუ “აფრიკული ოსკარი”, როგორც მას უწოდებენ.

აფრიკელი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე შეიკრიბნენ.

მეექვსე “აფრიკული ოსკარი” ნიგერიაში, ქალაქ იენაგუაში გაიმართა,2009 წლის საუკეთესო ფილმების გამოსავლენად.

ანიამ ოსიგვე, დაჯილდოების ერთ-ერთი დამაარსებელი ამბობს, რომ აფრიკულ კინოს რთული პერიოდი აქვს. მისი თქმით, არც ერთ საერთაშორსიო ფესტივალზე ნოლივუდის წარმოებული ფილმები არ გადიოდა. აფრიკული ოსკარის მთავარი მიზანი ის არის, რომ თავად აარჩიონ და სტიმული მისცენ ისეთ აფრიკულ ფილმებს, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო ფესტივალის ყურადღება მიიპყრონ.

რაც შეეხება აფრიკული ოსკარის ფავორიტ ფილმს, ეს ნიგერიული თრილერია, “ფიგურინი” რომელმაც 10 ნომინაციიდან 5 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მთავარი პრიზი, წლის საუკეთესო ფილმის ტიტული.

Figurine
Figurine

ფილმი ორ მეგობარზეა,რომლებიც ტყეში შემთხვევით იპოვნიან მისტიკურ სკულპტურას. მასთან შეხებას 7 წლის მანძილზე წარმატება და ბედნიერება მოაქვს, 7 წლის შემდეგ კი წარუმატებლობა და უიღბლობა.

“ნოლივუდის პირველი ფილმი, რომელიც ბრიტანულ საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე გავიდა იყო “ირაპადა” რომელმაც 2007 წელს ამაა მოიგო, წლევანდელი გამარჯვებული ფილმი “ფიგურინი” წელს როტერდამის ფესტივალზე იყო ნაჩვენები”,-ამბობს ფესტივალის დამაარსებელი.

ნიგერია მსოფლიოში მეორე ქვეყანაა წლის მანძილზე წარმოებული ფილმებით, ინდოეთის შემდეგ. მაგალითად 2006 წელს მათ 872 ფილმი გამოუშვეს, ამერიკასთან შედარებით, რომელმაც ამ წელს 485 ფილმი გამოუშვა, იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით.

ნოლივუდის ფილმები ძირითადად მცირებიუჯეტიანი. ძირითადად გადაღებული, დამონტაჟებული და გამოშვებული ერთი თვეში. ფილმებიVCD-ზე გამოდის და მისი ფასი 1-2დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი