ხელოვნება

დოკუმენტური ტელეარხი ჩეხური და სლოვაკური ბაზრისთვის

8 თებერვალი, 2010 • • 1455
დოკუმენტური ტელეარხი ჩეხური და სლოვაკური ბაზრისთვის

გასული წლის ნოემბრიდან სადისტრიბუციო კომპანია SPI ეთერში ჩაუშვა ახალი პროდუქტი სახელწოდებით KinoCS, რომელიც კომპანიის თანაწარმოებით შექმნილ ფილმებთან ერთად ჩეხური და სლოვაკური ფილმების სრულ ბიბლიოთეკას სთავაზობს მაყურებელს. „KinoCS არის პასუხი ტელევიზიაში რეგიონული ფილმების არარსებობაზე“ – ამბობს SPI ცენტრალური ევროპის განყოფილების აღმასრულებელი ხელმძღვანელი ივან ჰრონეკი. ამ დღეებში კი SPI –ის განყოფილებამ Film Europe ჩეხურ და სლოვაკურ ბაზარზე გათვლით DocuCS გაშვება დაიწყო. DocuCS მეორეა თემატურად დაგეგმილ სატელევიზიო და ვოდ არხებს შორის. სამი სახის ნაწარმის – MusicCS DokuCS და KinoCS – შექმნა და ამოქმედება კომპანიას ეტაპობრივად ჰქონდა დაგეგმილი. “ეს არის რაციონალური გადაწყვეტილებისა და ემოციური ინტერესის კომბინაცია”, ამბობს ჰრონეკი CS პაკეტის შესახებ.

DokuCS-მა ეთერის ტესტირება იანვარში დაიწყო. ეს პროცესი მარტისთვის დასრულდება. არხზე შედგება როგორც ძველი, ასევე ახალი წარმოების  მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პრემიერები. ეს ყველაფერი არხის Kratky film Praha-სთან თანამშრომლობით მოხდება, რომელმაც კინოწარმოება 1940-იან წლებში დაიწყო. მაყურებელი ნახავს ყოფილი ჩეხოსლოვაკიის (მოყოლებული 1950-იანი წლებიდან) ამსახველ მასალას. მას ასევე ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ახალი თაობის კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს (მარკო სკოპი, პავოლ ბარაბასი, პეტერ კერეკესი). ცენტრალური ევროპის განყოფილების აღმასრულებელი ხელმძღვანელი აკონკრეტებს: “ამან უნდა შექმნას პლატფორმა დოკუმენტური კინოს ოჯახისთვის”.

მესამე არხი, MusicCS 2010 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ის ეთერში გაუშვებს ვიდეო კლიპებს, რეტრო კონცერტებს და ა.შ. ეს იქნება პირველი არხი, რომელიც იმ მუსიკას გაუშვებს ეთერში, რომელსაც თავის დროზე უკვე ასაკში მყოფი ჩეხი და სლოვაკი ადამიანები ქმნიდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი