კინოხელოვნება

ბერლინალე 60

2 თებერვალი, 2010 • • 1835
ბერლინალე 60

ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაზე მუშაობა დასრულებულია. როგორც ყოველთვის მთავარ საკონკუსრო სექციაში მონაწილეობას 26 ფილმი მიიღებს. აქედან 20 ვერცხლისა და ოქროს დათვის მოსაპოვებლად შეეჯიბრება ერთმანეთს. ჟიურის ვერნერ ჰერცოგი უხელმძღვანელებს.

 

წელს ფესტივალს სიუბილეო თარიღი აქვს, ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრ რამეს და ვინმეს მოიგონებენ. მოგონებებს თავს არც „კულინარული კინოს“ პროგრამა აარიდებს. ამ განყოფილების ნომერ პირველი მხარდამჭერი და დამამკვიდრებელი ფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკია.ბელინალეს დირექტორის ამ აჩემებაზე ჟურნალისტები შაყირობენ კიდეც. საერთოდ, კოსლიკზე და მის იუმორზე ბევრს ეცინება. პროგრამის ერთ–ერთი მთავარი ფილმი 1976 წელს გადაღებული „მეპურის პურია“. ფილმის ჩვენებით მსახიობის, გიუნთერ ლამპრეჰტის 80 წლისთავს აღნიშნავენ. მსახიობს ამ ფილმში შერულებული როლისთვის ერნსტ ლუბიჩის პრიზიც აქვს აღებული. ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორიას ბერლინის საუკეთესო მცხობელების მიერ დამზადებული პურებით გაუმსაპინძლდებიან.  

სპეციალურ პროგრამაში წელს ახლადგარდაცვლილ ფრანგ რეჟისორს, ერიკ რომერს გაიხსენებენ და აჩვენებენ მის ოთხ ფილმს, რომელიც სხვადასხვა დროს ბერლინში აჩვენეს: „პოლინი პლაჟზე“ (1983 წ. ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის), „ზამთრის ზღაპარი“ (1992), „კოლექციონერი“ (1967 წ. ვერცხლის დათვი), „სამმაგი აგენტი“ (2004 წ.)

რეტროსპექტივები ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ძლიერ მხარედ ითვლება. ყოველ წელს ფესტივალი თემატურ ან კონკრეტული რეჟისორებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტივებს მასპინძლობს, სადაც ძირითადად, რესტავრირებულ ასლებს აჩვენებენ. წლევანდელი პროგრამის სათაურია „PLAY IT AGAIN!“. სრულმეტრაჟიანი ფილმების სელექცია ამერიკელ კინოკრიტიკოსსა და კინოს იტორიკოსს, დევიდ თომპსონს ეკუთვნის (რაც უნდა უცნაური იყოს, მისი ინგლისურენოვანი წიგნები თბილისის წიგნის ნაღაზიებშიც იყიდება).

პოცდამის მოედანზე განლაგებულ კინოს მუზეუმში დევი თომპსონი იმ ფილმებზე ისაუბრებს, რომლებზეც ყურადღება შეაჩერა. მისი სტუმრები იქნებიან ჟანა მორო, იერჟი სკოლიმოვსკი, რაინერ სიმონი, სტივენ ფრირზი, ჰანა შიგულა და ვოლფგანგ კოლჰაასე.

ამ სექციაში ორნაწილიანი კონტრიბუციით მონაწილეობას მოკლე ფილმების პროგრამაც მიიღებს. 70-იან წლებში ფასბნდერის, ჰერცოგის, კლუგეს პარალელურად გერმანულ კინოში ბევრი ქალი რეჟისორიც იყო. მოკლე ფილმების პროგრამა სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას და აჩვენებს მაყურებლებისთვის ნაკლებად ცნობილი რეჟისორების – ელფი მიქეშის, ჰელკე სანდერის, მონიკა ტრუტის, ზიგლინდ ჰამაშერის და სხვების ფილმებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი