ხელოვნება

ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა

29 იანვარი, 2010 • • 3596
ჯერომ სელინჯერი გარდაიცვალა

ლიტერატურული წრეებში, სადაც ავტორის ეს პოზიცია ყველასათვის კარგად ცნობილი იყო, ოთხშაბათს, 27 იანვარს სელინჯერის გარდაცვალებამ მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ბევრი ალაპარაკდა გამოუქვეყნებელი მანუსკრიპტების არსებობის შესაძლებლობაზე კორნიშის სახლში.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

92 წლის ასაკში გარდაცვლილი ავტორი წიგნისა „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც ასე ძალიან გაურბოდა ხმაურსა და პოპულარობას, რომელიც დეკადების განმავლობაში იცავდა თავს გამომცემლების შემოტევისგან, დღეს კვლავ ყურადღების ცენტრშია. მკითხველი კი კვლავ ელოდება უცნობ რომანებსა და მოთხრობებს, რომლებზეც სელინჯერის ქალიშვილმა, მარგარეტ სელინჯერმა 2000 წელს დაბეჭდილ მემუარებში დაწერა: სელინჯერს ნაწერების ზუსტი სისტემატიზაცია უყვარდა: წითელი ხაზით იმ წიგნებს აღნიშნავდა, რომლებიც არსებული მდგომარეობით უნდა დაბეჭდილიყო, ხოლო ლურჯი ფერით გასარედაქტირებელ ნაწერებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი