ხელოვნება

ლიტერატურული პრემია “საბას” 2015 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

8 სექტემბერი, 2015 • • 2712
ლიტერატურული პრემია “საბას” 2015 წლის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საუკეთესო რომანის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ:

 

1. აკა მორჩილაძე, ქემერა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2. გელა ჩქვანავა, მკვდარი ქვიშის უდაბნო (ინტელექტი)

3. ზურაბ ქარუმიძე, ჯაზის ყვავილობა (აზრი)

4. ლაშა თაბუკაშვილი, ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! (ინტელექტი)

5. ლუკა ბაქანიძე, მესამე ნაპირი (პალიტრა L)

6. მიხეილ ანთაძე, სიცილია გვალვაში (ჩვენი მწერლობა)

 

საუკეთესო პროზაული კრებულის გამარჯვებული გოგი ჩაგელიშვილი, მხატვარი (ინტელექტი) გახდა. ამავე ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ:

 

1. გელა ჩქვანავა, ფეისბუქზე (ინტელექტი)  

2. ინა არჩუაშვილი, მას ერქვა ვატანაბე (ინტელექტი)

3. ლადო კილასონია, ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად (ინტელექტი)

 

საუკეთესო პოეტური კრებულის ჯილდო პაატა შამუგიამ მოიპოვა კრებულისათვის “შოზოგადოება”. ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ:

 

1. გიორგი კეკელიძე, პოეზია 2008-2013 (სიესტა)

2. ლელა სამნიაშვილი, ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი)

3. ნიკა ჯორჯანელი, მექსიკური ჩიხი (საუნჯე)

4. სოსო მეშველიანი, მიჟლაჰარ (ინტელექტი)

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ჯილდო გიორგი წიკლაურს გადაეცა, პიტერ აკროიდის “ლონდონის” თარგმანისათვის. ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: 

 

1. აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში (დიოგენე)

2. ბექა ადამაშვილი, ბესტსელერი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)  

3. ივა ფეზუაშვილი, ვცადე (ინტელექტი)

4. ოთარ ჯირკვალიშვილი, კანფეტი (სიესტა)

5. ცოტნე ცხვედიანი, ქალაქი და წმინდანები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა გაიმარჯვა ირაკლი მახარაძემ, წიგნით დიადი მუნჯი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: 

 

1. აკა მორჩილაძე, ჩრდილი გზაზე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

2. გივი ალხაზიშვილი, ორი სინამდვილის ზღვარზე (საუნჯე)

3. გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები (სიესტა)

4. თემურ გაბუნია, ჯერომ სელინჯერი – ნამდვილი ბრძოლა (24 საათი)

5. ლევან ბრეგაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, ვკითხულობთ კლასიკას (ინტელექტი)

6. ნაირა გელაშვილი, ლიტერატურული წერილები, ესეები (კავკასიური სახლი)

7. ნუგზარ მუზაშვილი, ანალოგიები (დიოგენე)

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – მალხაზ ხარბედია, ტექსტი და სიმართლე (აზრი)

1. ივანე ამირხანაშვილი, დაკარგული ავტორის ძიებაში (ინტელექტი)

2. ლევან ბრეგაძე, თარგმანი და ორიგინალი (არტანუჯი) 

 

ნომინაციაში საუკეთესო პიესა წელს, ჟიურის გადაწყვეტილებით, პრემია არ გაიცა. ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ:

 

1. ბასა ჯანიკაშვილი, გაბრაზებული ჩიტი (ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”)

2. ზაზა აბზიანიძე, ამბავი დე ლა მელასი (ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”)

3. დავით ალელიშვილი, კოზმასა და დამიანესთან ახლოს (არადანი)

4. ცოტნე ჩიქოვანი, აგიხსნით სიყვარულს (სიესტა)

 

საუკეთესო თარგმანის კატეგორიაში ორი გამარჯვებული დასახელდა –  ლელა დუმბაძე – ვირჯინია ვულფის “გზა შუქურისკენ” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და ხათუნა ცხადაძე – უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“ (დიოგენე). 

 

1. ანდრო ბუაჩიძე – „დიდი თანავარსკვლავედი“ (ინტელექტი)

2. დავით აკრიანი – მაიკლ კანინგემის „საათები“ (პალიტრა L)

3. ზაზა ჭილაძე – ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდა“ (დიოგენე)

4. ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე – კურტ ვონეგუტის „სარწეველა ფისოსათვის“ (დიოგენე)

5. თამარ ჯაფარიძე – მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელი“ (დიოგენე)

6. ლანა კალანდია – გაბრიელ გარსია მარკესის “იცხოვრო, რომ მოჰყვე” (ინტელექტი)

7. ნიკა სამუშია – სტივენ კინგის „ბნელი კოშკი“ (დიოგენე)

 

საღამოს მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი აფორმებდა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით. მაყურებლისათვის იმღერეს ქართველმა შემსრულებლებმაც. 

 

ლიტერატურული პრემია “საბა” უკვე 12 წელია არსებობს და დღემდე 105 პრემია გასცა. აქედან 85 სხვადასხვა, ხოლო 20 ერთსა და იმავე ავტორს გადაეცა. წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46  მათგანი  ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია. 2015 წლის დაჯილდოების ცერემონია 7 სექტემბერს, ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი