ხელოვნება

გონიოს ციხეში პირველი საუკუნის მოზაიკა აღმოაჩინეს

21 ივლისი, 2015 • 2001
გონიოს ციხეში პირველი საუკუნის მოზაიკა აღმოაჩინეს

მოზაიკა ფიქსირდება საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე, რომაული პერიოდის, კერძოდ პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში. გათხრებზე, რომლის შედეგადაც იქნა მოზაიკა აღმოჩენილი, ბათუმელი და პოლონელი არქეოლოგები ერთდროულად მუშაობენ.

პირველი საუკუნის მოზაიკა
პირველი საუკუნის მოზაიკა

შოთა მამულაძე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი აცხადებს, რომ პოლონურ-ქართული ექსპედიცია წელს ციხის სამ უბანზე მიმდინარეობდა. 1. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. 2. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე და 3. ახალსოფლის თავზე, ეკლესიის ნანგრევების ნაშთებზე.

 

შოთა მამულაძე: „პირველ უბანზე აღმოჩნდა რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, საკმაოდ საინტერსო არქელოგიური მასალა – მინის ნაწარმი, სხვადასხვა მონეტა. მეორე უბანზე – პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, სადაც შესანიშნავადაა წარმოდგენილი იმ პერიოდის წყლის რეზერვუარები, ციხის ტერიტორიის ქვაფენილები და, რაც მთავარია, აბანოს ცენტრალურ მონაკვეთში მოზაიკა საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე. მოზაიკა ძირითადად შესრულებულია მოვარდისფრო და მუქი ფერრის ქვების მონაცვლეობთ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის გეომეტრიული ორნამენტები, უმთავრესად- ჭადრაკისა და რომბისებურივ ფორმის ორნამენტები.  სამუშაოს დასრულების შემდეგ ორივე უბანზე გათვალისწინებულია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.

 

რაც შეეხება მესამე  უბანს ახალსოფლის თავში, ეს გახლავთ მონუმენტური ეკლესიის ნაშთები, რომელიც დათარიღებულია ახალი საუკუნის წელთააღრიცხვის მე-6 საუკუნით. მისი ზომები გახლავთ – სიგრძე 24 და სიფართე – 18 მეტრამდე და საკმაოდ კარგად არის შემონახული. ალბათ პერსპექტივაში გაამაგრებენ და აღადგენენ ამ ეკლესიას. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი საეკლესიო ნაგებობა დასავლეთ საქართელოსთვის იქნება იშვიათი“. 

 

პოლონურ-ქართულ ერთობლივ ექსპედიციას აჭარის კულტურული მემკვიდერობის დაცვის სააგენტო აფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი