ხელოვნება

Tbilisi Open Air 2015 – დღე პირველი [ფოტო]

4 ივლისი, 2015 • • 2534
Tbilisi Open Air 2015 – დღე პირველი [ფოტო]

პირველი სცენაზე რუსული ბენდი “суХие” გამოვიდა, რომლებიც მალე ცნობილმა ბრიტანულმა ტრიომ Tiger Lillies ჩაანაცვლა. მათ გამოჩენასთან ერთად ფესტივალზე მომსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. აღმოჩნდა, რომ Tiger Lillies-ს მსმენელი განსაკუთრებით ელოდა. მუსიკოსებს დაგეგმილზე მეტი კომპოზიციის შესრულება მოუხდა აუდიტორიის თხოვნით.

ბრიტანელი მუსიკოსების შემდეგ მთავარ სცენაზე რუსული ბენდი “აკვარიუმი” გამოჩნდა. ბენდი თბილისში უკვე მეოთხედაა. როგორც, ჯგუფის დამაარსებელი ბორის გრებენშიკოვი ამბობს, ქართველი მსმენელი სულით უსმენს მუსიკას.

“აკვარიუმი” 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ მრავალი წევრი გამოიცვალა, თუმცა არსებობას დღემდე აგრძელებს. პირველად თბილისს 1980 წელს Tbilisi Rock Festival-ზე ეწვივნენ და სკანდალური ბენდის სახელით დაამახსოვრეს თავი ყოფილ საბჭოთა სივრცეს. ბორის გრებენშიკოვი გამოსვლისას სცენაზე დაწვა და გიტარით პროვოკაციული მოძრაობები გააკეთა, რამაც ჟიური აღაშფოთა. მას ბრალი დასდეს ინცესტისა და “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში”. ამის შემდეგ გრებენშიკოვმა დაკარგა სამსახურიც. 1990-იან წლებში ბენდიის პოპულარობამ პიკს მიაღწია.

მთავარი სცენის დასკვნითი აქტი ზემფირამ შეასრულა. მუსიკოსმა წინასწარ მოითხოვა გამორთულიყო ყველა პროფესიონალური სახის გადამღები ხელსაწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სცენაზე არ გამოვიდოდა. გაითიშა ასევე სცენასთან დამონტაჟებული მონიტორებიც. ამ მოთხოვნას არტისტისა და ფესტივალის საკონტრაქტო შეთანხმება ითვალისწინებდა. ზემფირამ შეასრულა ძველი და კარგად ნაცნობი სიმღერები. ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს მან სცენაზე უკრაინის დროშა აიტანა და საკუთარ მიკროფონზე დაამაგრა. მისმა ქმედებამ მსმენელში აღტაცება გამოიწვია. რუს მომღერალს დღემდე 3 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება.

ფესტივალის სტუმრები პირველი დღით კმაყოფილი ჩანდნენ, მაგრამ აპროტესტებდნენ დაგვიანებას და იმ გრძელ რიგებს, რომელიც საფესტივალო ტერიტორიის შესასვლელებთან იდგა. ქარიან ამინდსა და საკმაოდ გრილ საღამოს კი პლედებში გახვეულები უმკლავდებოდნენ. მათი დიდი ნაწილი კემპინგ-ზონაში დარეგისტრირდა და წინასწარ გაშლილ კარვებში დაიდო ბინა.

ფესტივალის პირველი დღე დილამდე გაგრძელდა “Golden Stage”-ზე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ელექტორნული მუსიკის შემსრულებელი არტისტი შეენაცვლა ერთმანეთს. მათ შორის Kollektiv Turmstrasse, Stephan Bodzin და Greenbeam & Leon.

Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ჯგუფი сухие Open Air-ის მთავარ სცენაზე. 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tiger Lillies ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tiger Lillies ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tiger Lillies ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tiger Lillies ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი. Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილi
მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი. Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილi

ჯგუფი Aquarium ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ჯგუფი Aquarium ფესტივალის მთავარ სცენაზე. Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფესტივალის მეორე სცენა - Golden Stage. Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
ფესტივალის მეორე სცენა – Golden Stage. Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

Tbilisi Open Air 2015 - 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი
Tbilisi Open Air 2015 – 03.07.15 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი