ხელოვნება

Kavkaz Jazz ფესტივალი მეექვსედ 4-7 ივნისს გაიმართება

1 ივნისი, 2015 • • 1404
Kavkaz Jazz ფესტივალი მეექვსედ 4-7 ივნისს გაიმართება

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან.

 

წელს ტრადიციულ მასტერ-კლასებს დამწყები ჯაზ-მუსიკოსებისთვის გაუძღვება ამერიკული ჰიპ-ჰოპ/სოულ ჯგუფი Dangerflow.

 

Kavkaz Jazz არის არაკომერციული ჯაზ-ფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას. Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა მუსიკოსმა, აცხადებენ ორგანიზატორები.

 

პროექტის ორგანიზატორია – არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”. ფესტივალის წარმდგენები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და  ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. პარტნიორები – აშშ საელჩო თბილისში და თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre.

Kavkaz Jazz ფესტივალი
Kavkaz Jazz ფესტივალი

Kavkaz Jazz პროგრამა 2015


4 ივნისი, ხუთშაბათი
ფესტივალის გახსნა

სტუმრები (საქართველო)

აფგან რასული (აზერბაიჯანი)

ნარინე & Imagine ბენდი (სომხეთი)

20.00
მის.: მოძრაობის თეატრი (მუშტაიდის ბაღი)
აღმაშენებლის გამზირი, 182

 
 

5 ივნისი, პარასკევი
11.00 – DANGERFLOW -ს ვორქშოპი (მოძრაობის თეატრი)

 

იოანა სლოვინსკა (პოლონეთი)

ნარინე & Imagine ბენდი (სომხეთი)
20.00

კლუბი 33ა, ვაკის პარკი

 

6 ივნისი, შაბათი
PapIraGio ბენდი (გერმანია/საქართველო)

ნევჯივან /თარისტანბულ (თურქეთი)

20.00

მის.: მოძრაობის თეატრი (მუშტაიდის ბაღი)
აღმაშენებლის გამზირი, 182

7 ივნისი, კვირა

ფესტივალის დახურვა

 

ირიაო (საქართველო) ეთნო ჯაზი

აფგან რასულის ტრიო (აზერბაიჯანი)

Grand Jam Session
19.30

კლუბი 33ა, ვაკის პარკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი