ხელოვნება

The Manhattan Transfer თბილისში დღეს კონცერტს გამართავს

12 მაისი, 2015 • • 1446
The Manhattan Transfer თბილისში დღეს კონცერტს გამართავს

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერეცნიაზე The Manhattan Transfer-ის წევრები- ჩერილ ბენტაინი, იანის სიგელი, ალან პოლი და ტრისტ კურლესი ესწრებოდნენ. 

 

კულტურის სამინისტროს განმარტებით, ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას და გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე.

 

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძრვანელი ვახტანგ კახიძე ამბობს, რომ ფესტივალის 12 მაისიდან 20 მაისამდე გაგრძელდება და სულ 5 კონცერტი ჩატარდება.

 

ამერიკული ჯგუფი კონცერტის დიდ ნაწილს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს, არის გარკვეული ნაწილი ბიგ ბენდთან ერთად, რომელიც ქართველი მუსკოსებისგან შექმნეს. მასში მიწვეული არიან თბილისის ბიგ ბენდის 5 საქსაფონისტი. ასევე მათ ჩამოიყვანეს თავისი ტრიო.

 

“გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი რეპეტიცია. სცენაზე იყო საოცარი ატმოსფერო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება კონცერტი”, – ამბობს ვახტანგ კახიძე.

 

“ჩვენ მეორედ ვართ თბილისში. ჩვენი შთაბეჭდილებები მუსიკის მოყვარული ხალხის მიმართ არის ძალიან თბილი. 10 წლის მანძილზე თბილისში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სამინისტროსა და ჯანსუღ კახიძის სტუმართმოყვარეობა შთამბეჭდავია”, – ამბობს იანის სიგელი.

 

ჯგუფს თბილისში თან ახლდა ახალი წევრი, ტრისტ კურლესი, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ტიმ ჰაუსერი შეცვალა.

 

ვახტანგ კახიძის თქმით, კონცერტის ბილეთების გაყიდვა 1 მაისიდან დაიწყო და 2 მაისს ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

 

ფესტივალის პროგრამა.

12 მაისი – ლეგენდარული ვოკალური კვარტეტი The Manhattan Transfer და თბილისის სიმფონიური          

                ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე;

 

16 მაისი – კარლ ორფის “ჰიტი” “Carmina Burana” თბილისის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო                      

                 კაპელის და ახალგაზრდა საოპერო მომღერლების შესრულებით, დირიჟორი ვახტანგ კახიძე;

 

22/24 მაისი – ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, მისი სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.

                      კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძე და ცნობილი   ქართველი  

                     პოპშემსრულებლები;

 

ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალის პრესკონფერენცია. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალის პრესკონფერენცია. ფოტო: კულტურის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი

30 მაისი – მრავალი GRAMY-ს მფლობელი ვოკალური კვარტეტი New York Voices და თბილისის სიმფონიური  

                  ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი