ხელოვნება

ქართველი რეჟისორის ფილმი Unfriended ამერიკის კინოგაქირავების ტოპ ხუთეულშია

27 აპრილი, 2015 • • 1475
ქართველი რეჟისორის ფილმი Unfriended ამერიკის კინოგაქირავების ტოპ ხუთეულშია

 

IMDb-ის მონაცემების მიხედვით, Bazelevs Production-ისა და Blumhouse Production-ის პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონი დოლარია. პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ფილმმა შემქმნელებს 25 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

 

ფილმში ინტერნეტსივრცეში გამომწყვდეული მეგობრების ისტორიაა გადმოცემული. ამოუცნობი ძალა ცდილობს გაარკვიოს, მათ შორის რომელია დამნაშავე ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობაში და მათ გარდაცვლილის ანგარიშის დახმარებით ესაუბრება.

 

ფილმმა გასულ წელს Fantasia Film Festival-ზე ყველაზე ინოვაციური ფილმის კატეგორიაში მიიღო ჯილდო.

ლევან გაბრიაძე რუსეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორია. მისი ფილმებიდან პოპულარული გახდა 2011 წელს გადაღებული “ვიკრუტასები”, რომელშიც მთავარ როლს მილა იოვოვიჩი ასრლებს.

 

ფოტოს წყარო: static2.hypable.com
ფოტოს წყარო: static2.hypable.com

მასალების გადაბეჭდვის წესი