ხელოვნება

Waken Metal Battle 2015-ზე საქართველოდან Scratch the Floor გაემგზავრება [ფოტო]

27 აპრილი, 2015 • • 2161
Waken Metal Battle 2015-ზე საქართველოდან Scratch the Floor გაემგზავრება [ფოტო]

ჯგუფი უკვე მესამე წელია JAM Event-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობს, თუმცა გერმანიის საგზურის მოპოვება მხოლოდ წელს შეძლო.

“უზომოდ გახარებულები ვართ. როგორც იქნა, ჩავალთ გერმანიაში და ჩავიტანთ ნამდვილ ქართულ ხმაურს. გვინდა იცოდეთ, რომ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყოთ, ქართველ მსმენელს მაინც არაფერი გვირჩევნია!” – განაცხადეს პრიზის მისაღებად სცენაზე ასულმა ჯგუფის წევრებმა.

Tbilisi JAM Fest-ის გამარჯვებული ჯგუფი Scratch the floor, 26.04.2015
Tbilisi JAM Fest-ის გამარჯვებული ჯგუფი Scratch the floor, 26.04.2015

ფესტივალის 2 სცენაზე 3 დღის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ მუსიკალური ჯგუფები ათი ქვეყნიდან. პირველ დღეს უამინდობის გამო ორგანიზატორებს ლაინაფში ცვლილების შეტანა მოუხდათ. ბენდები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე გამოსვლა ვერ მოახერხეს, მეორე და მესამე საფესტივალო დღეებზე გადანაწილდნენ. ბოლო დღეს კი გაიმართა კონკურსის ფინალი. კონკურსში მონაწილეობდნენ ბენდები სამხრეთ კავკასიიდან. ქართველები უკვე მესამე წელია ლიდერობენ.

ჯგუფ Dismorial-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Dismorial-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე სცენაზე ავიდა შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული DISMORIAL, ქართული Light Year, ცნობილი პოლონური დეზ მეტალ ბენდი Vader და ამერიკული ბლექ მეტალ ჯგუფი Highland. ფესტივალი რუსულმა СЛОТ-მა დახურა.

ჯგუფ Highland-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Highland-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

“ჩვენ უკვე ვიცნობთ ქართველ აუდიტორიას. 2014 წელს მაგთი კლუბში დავუკარით JAM Fest-ის ფარგლებში. დღესაც ვიცოდით, რომ მაყურებელი გულთბილად მიგვიღებდა და არა მხოლოდ თვითონ მიიღებდა სიამოვნებას, არამედ ჩვენც დაგვეხმარებოდა, რომ სცენაზე თავი კარგად გვეგრძნო,”- ამბობს Highland-ის გიტარისტი ნარეკ ავეტისიანი.

ჯგუფ Highland-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Highland-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

ფესტივალის ორგანიზატორები განვლილი დღეების გამო კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ.

ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

“ფესტივალმა ღია ცის ქვეშ გაამართლა. წელს პირველად გამოვედით კლუბის სივრციდან და ალბათ აღარ დავბრუნდებით. პირველ დღეს უამინდობამ ცოტა ხელი შეგვიშალა, თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ხარვეზები გამოგვესწორებინა. უკვე დავიწყეთ ფიქრი მომავალი წლის გეგმებზე და ჩვენი დიდი სურვილია, რომ JAM Fest-ის სცენაზე კიდევ უფრო მეტი მაღალი დონის ბენდი ვიხილოთ,”- ამბობს ერნსტ ხეჩუმოვი, JAM Event-ის დირექტორი.

ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

კემპინგ ზონაში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა. მსმენელის ნაკადმა საღამოხანს იმატა, თუმცა ბევრი მათგანი ხანგრძლივი sound checking-ის პროცესის გამო უკმაყოფილებს გამოთქვამდა.

ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015
ჯგუფ Vader-ის წევრი, Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

გამოსვლის შემდეგ Vader-მა გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართა და  ავტოგრაფები დაარიგა. JAM Fest-ის ქართველ მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

Tbilisi JAM Fest-ის ბოლო დღე, 26.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი