ხელოვნება

23 აპრილს თბილისში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება

22 აპრილი, 2015 • • 2040
23 აპრილს თბილისში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება

თბილისის მერიის ცნობით, ვაკის მედიათეკის წინ კარვები გაიშლება, სადაც იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. წიგნის დღეს აღსანიშნავად ყველა გამომცემლობა წარმოადგენს თავის წიგნებს და მყიდველებს ფასდაკლებებს შესთავაზებს.

 

გამოფენა-გაყიდვის გარდა, გაიმართება პრეზენტაციები და ლექციები. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია გამართავს ერთსაათიან ლექციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება და 21 საათამდე გაგრძელდება.

 

განრიგი:

12:00 დავით ნარმანიას სტუმრობა
13:00 ლიბრა – 10 წლის იუბილე-შეხვედრა ვასო გულეურთან, ბავშვების კონკურსი და დაჯილდოვება

14:00 ელფის გამომცემლობა- თანამედროვე ბესტსელერების 4 ახალი წიგნის პრეზენტაცია

15:00 პალიტრა ლ – ტორესა მოსის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო კითხვა

16:00 საავტორო უფლებების დაცვის პრეზენტაცია

17:00 წიგნი+ერი ახალი გამოცემების პრეზენტაცია

18:30 ინტელექტი წიგნის პრეზენტაცია ვარგას ლიოსა

19:30 ინტელექტი ბესიკ ხარანაულთან შეხვედრა,საჯარო კითხვა

წიგნის საერთაშორისო დღე თბილისში, 2015 წელი
წიგნის საერთაშორისო დღე თბილისში, 2015 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი