ხელოვნება

თბილისი პირველად უმასპინძლებს მოდის კვირეულს Mercedes Benz Fashion Days

20 აპრილი, 2015 • • 1301
თბილისი პირველად უმასპინძლებს მოდის კვირეულს  Mercedes Benz Fashion Days

მოდის კვირეულში მონაწილეობენ ავთანდილი, დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა, ანუკა ქებურია, ატელიე კიკალა, ქეთი ჩხიკვაძე, Ugly, Gregory Regini, აკა ნანიტაშვილი და სხვა ქართველი დიზაინერები. ასევე, უკრაინელი დიზაინერები: Poustovit, Litkovskaya, LAKE, Pzhonskaya, Anna October, More is Love და Walk of Shame რუსეთიდან.

 

მოდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ორი საერთაშორისო პროექტი: ხელოვნების ფესტივალი ArtGeorgia და კონკურსი Benext.

 

ორგანიზატორთა თქმით, მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ იქნება. გამოფენები, ჩვენებები და სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები კი თბილისის არაორდინარულ ადგილებში ჩატარდება.

 

ორგანიზატორების ცნობით, მოდის კვირეულს ექვსი დღის განმავლობაში უცხოური  მედია გააშუქებს: Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული, იტალიური და იაპონური გამოცემები, The New York Times, Vanity Fair, Fashion Monitor, Zoe Magazine, უკრაინული და ყაზახური Forbse, Paper Magazine და სხვა გავლენიანი გამოცემები.

 

მოდის კვირეული საქველმოქმედო ფონდი „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კომპანია მერსედესის მხარდაჭერით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი