ხელოვნება

ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის ვიდეორგოლის გადაღება 28 თებერვლიდან დაიწყება

19 თებერვალი, 2015 • • 1467
ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერის ვიდეორგოლის გადაღება 28 თებერვლიდან დაიწყება

მაუწყებლის ინფორმაციით, 2015 წლის ევროფესტივალზე საქართველოს ნინა სუბლატი სიმღერით Warrior წარადგენს.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლს დავით გოგოხიას რეჟისორობით სტუდია BigCAKE გადაიღებს, ხოლო კლიპის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაიმართება.

 

საერთაშორისო ჟიურიმ 2015 წლის 14 იანვარს გამარჯვებულად ნინა სუბლატი გამოავლინა. სუბლატის გარდა შიდა კონრკუსში ეთერ ბერიაშვილი, ედვარდ მეისონი, ჯგუფი „ნიუტონი“ და მიშა სულუხია მონაწილეობდნენ.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 2014 წლიდან ნინა სუბლატი ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო პროექტში “საქართველოს ვარსკვლავი”, სადაც პროექტის გამარჯვებული გახდა.

 

ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 , ხოლო ფინალი 23 მაისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი