36929

ბერლინალე – პოლიტიკური ფესტივალი

კინოფესტივალი ბერლინალე 65 საზეიმოდ დაიხურა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. ცერემონიას მოწვეული სტუმრები, მსახიობები, რეჟისორები ესწრებოდნენ.

„65 წელია ბერლინალე პროფესიონალებსა და მაყურებელს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალზე საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა, მსოფლიოს მასშტაბით და ის ნამდვილ დღესასწაულად იქცა“_ კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი.


წელს ფესტივალი რომ გამოირჩეული იყო მაყურებელთა სიმრავლით ეს უდავოა. ამაში რიგიდან რიგამდე და თუკი არ გაგიმართლებდა ისევ რიგამდე გატარებულ ერთი დღეც კი დაგარწმუნებდათ. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ფესტივალმა წელს რეკორდი მოხსნა. ოფიციალური მონაცამებით 12 თებერვალს გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 31.000 მიაღწია. თუმცა, ამის პარალელურად დღითიდღე იზრდებოდა უკმაყოფილო აკრედიტირებულთა, კინომცოდნეებისა და კინოკრიტიკოსების რიგებიც, რადგან ფესტივალმა ისინი დაივიწყდა და პრიორიტეტი მაყურებელზე გააკეთა.


ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ბერლინალე პოლიტიკურ ფესტივალად არის ცნობილი, აღებული გეზიდან არც წელავანდელმა ჟიურიმ გადაუხვია და ოქროს დათვს პოლიტიკური სარჩულიც თან დაურთო. რამდენჯერმე ბერლინალეს, კანის და სხვა ფესტივალთა გამარკვებული ჯაფარ პანაჰი წელსაც, ფილმით “Taxi” ოქროს დათვის მფლობელი გახდა. ირანელი წარმოშობის რეჟისორი შიდა პატიმრობაში იმყოფება და კინო სფეროში მუშაობა აკრძალული აქვს. თუმცა ის მაინც ახერხებს ფილმების გადაღებას და ფესტივალებზე გაგზავნას. ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს, იგი ტაქსის მძღოლია, რომელიც თეირანის ქუჩებში დადის, უამრავ ადამიანს ხვდება და ესაუბრება.


გთავაზობთ ბერლინალე 65 გამარჯვებულ ფილმებს:


ოქროს დათვი _ ჯაფარ პანაჰი „Taxi”



ცერემონიას ჯაფარ პანაჰის ნაცვლად მისი ძმისშვილი ესწრებოდა
ცერემონიას ჯაფარ პანაჰის ნაცვლად მისი ძმისშვილი ესწრებოდა


ვერცხლის დათვი და ჟიურის დიდი პრიზი _ პაბლო ლარაინი „El Club”



პაბლო ლარაინი ვერცხლის დათვით
პაბლო ლარაინი ვერცხლის დათვით


ვერცხლის დათვი _ იარო ბუსტამანტე “Ixcanul “



იარო ბუსტამანტე დაჯილდოების ცერემონიაზე
იარო ბუსტამანტე დაჯილდოების ცერემონიაზე


ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის _ რადუ შუდე „Ex aequo“ და მალგოჟატა შუმოვსკა ,,Body“


ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის _ შარლოტა რემპლინგის ფილმისთვის ,,45 Years”


ვერცხლის დათვი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის _ ტომ კორტნის ფილმისთვის ,,45 Years”



საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი _ შარლოტა რემპლინგი და ტომ კორტნი
საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი _ შარლოტა რემპლინგი და ტომ კორტნი


ვერცხლის დათვის საუკეთესო სცენარისთვის _ პატრიციო გუტმანი ფილმისთვის ,,El Bóton de Nacár“


ვერცხლის დათვის საუკეთესო ოპერატიული ნამუშევარი _ სტრულა ბრანდტ ფილმისთვის „Victoria“, ევგრნი პრივინსა და სერგეი მიკალჩუკს ფილმისთვის „Pod electricheskimi oblakami“.


სამწუხაროა, რომ ანდრეას დრეზენის ფილმი „Als Wir Trümten“ პრიზის გარეშე დარჩა. ასევე ბევრს ჰქონდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვებული რუსული ფილმი „Pod electricheskimi oblakami“ გახდებოდა. საბედნიეროდ ასე არ მოხდა, თუმცა ბერლინალემ პოლიტიკურ ხაზს მაინც არ უღალატა.



ოქროს დათვი - ბერლინალე
ოქროს დათვი – ბერლინალე

ხატია მაღლაკელიძე