ხელოვნება

დეპუტატის ინიციატივით ფიროსმანის ქუჩა თბილისში სამუზეუმო სივრცედ გადაიქცევა

10 თებერვალი, 2015 • • 4146
დეპუტატის ინიციატივით ფიროსმანის ქუჩა თბილისში სამუზეუმო სივრცედ გადაიქცევა

რიმა ბერაძის იდეით, ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ იქცევა და ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენისა და სავაჭრო ცენტრების განთავსდება.

ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დღეს შეხვდრა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ესწრებოდნენ, აცხადებენ საკრებულოში.

რიმა ბერაძის ინიციატივა მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, რომელსაც დეპუტატმა რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება სთხოვა.

 

ფიროსმანის ქუჩა
ფიროსმანის ქუჩა

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ძველი უბნების რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროსა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ფიროსმანის ქუჩის მსგავსი პროექტები ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.

ალიბეგაშვილის თქმით, იმისათვის, რომ თბილისმა არ დაკარგოს ძველი იერსახე და ამავდროულად არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები, აუცილებელია მოხდეს ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

საკრებულოს ინფორმაციით, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დადებენ დასკვნას, რის შემდეგაც უკვე ეტაპობრივად მოხდება ძველი თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

რიმა ბერაძის წინადადება, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქუჩა-მუზეუმად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნა, აცხადებენ საკრებულოში.

შეხვედრა ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ თბილისის საკრებულოში
შეხვედრა ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ თბილისის საკრებულოში

მასალების გადაბეჭდვის წესი