ხელოვნება

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე 12 თებერვალს კონცერტით აღინიშნება

27 იანვარი, 2015 • • 1682
პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე 12 თებერვალს კონცერტით აღინიშნება

კონცერტს, რომელსაც სახელოვნებო ინდუსტრიის “არტპალასი” ორგანიზებით ეწყობა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი გაუძღვება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა. ორგანიზატორების თქმით, მომღერლები ჰონორარის გარეშე მონაწილეობენ კონცერტში.

 

კონცერტისთვის გაერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი- ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ჯანლუკა მარჩანო და ნკოლოზ რაჭველი უდირიჟორებენ.

 

კონცერტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სპორტის სასახლეში სპეციალურად კონცერტისთვის მოეწყობა სცენა, რომელიც 600 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. მათი თქმით, კონცერტზე გამოიყენებენ სპეციფიკურ განათებასა და გახმოვანებას. სცენა განთავსდება სპორტის სასახლის დარბაზის ცენტრში, რომელიც სამი მხრიდან მაყურებლებით იქნება გარშემორტყმული. ბილეთების ფასი 10-დან 120 ლარამდე მერყეობს.

 

“შეიკრიბა ძალიანა საინტერესო გუნდი. ერთად ასეთი გუნდის შეკრება უჭირს ნებისმიერი დონის ორგანიზაციას. პაატას გარშემო მოხდა ეს. ძალიან ცოტა ხალხს იტევს ფილარმონია. ფილარმონიაში არის 2000 ადგილი. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეყენებინა სპორტის სასახლე. ვფიქრობ, რომ ადგილის ახლებურად დანახვა დამატებით ელფერს მისცემს ადგილს და მეორეც, ძალინ ბევრი მსურველი იქნება დასასწრებად. ხელმისაწვდმი უნდა იყოს მოსახლეობისთვის”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

 

 

პაატა ბურჭურლაძისადმი მიძღვნილი კონცერტის მაკეტი
პაატა ბურჭურლაძისადმი მიძღვნილი კონცერტის მაკეტი

 

პროექტის რეჟისორის დავით საყვარელიძის განცხადეით, ნოემბრის ბოლოდან კონცერტის გასამართად აქტიურად ემზადებიან, ხოლო საორკესტრო რეპეტიციები 4 თებერვლიდან დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი