ხელოვნება

მეცნიერებმა მიგელ დე სერვანტესის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს

27 იანვარი, 2015 • 2399
მეცნიერებმა მიგელ დე სერვანტესის სავარაუდო საფლავი აღმოაჩინეს

გარდიანის” ინფორმაციით, მკვლევართა ჯგუფი მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდა გათხრებს მადრიდის ერთ-ერთი მონასტრის აკლდამაში. გათხრების მიზანი მწერლის საფლავის პოვნა იყო.


“ნაპოვნია კუბოების ნარჩენები, ხის ნაწილები, ქვები, ძვლის ფრაგმენტები. ერთ-ერთი საფლავის ხის ფრაგმენტზე ჭიკარტებით გამოსახულია ასოები M.C.”, – განაცხადა ანთროპოლოგმა ფრანცისკო ეთქსებერიამ, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს.


აღმოჩენილი საფლავის ხის ფრაგმენტზე გამოსახულია ინიციალები M.C. ფოტო: theguardian.com
აღმოჩენილი საფლავის ხის ფრაგმენტზე გამოსახულია ინიციალები M.C. ფოტო: theguardian.com


ეთქსებერიას ჯგუფმა სერვანტესის საფლავის საპოვნელად პირველი მნიშვნელოვანი გათხრები ცხრა თვის წინ დაიწყო.

 

ისტორიული ჩანაწერების თანახმად, სერვანტესი 1616 წლის 22 აპრილს ერთ-ერთი მონასტრის სამლოცველოში, ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, მისი დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ დაასაფლავეს. მისი საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

 

იმის დასადგენად, ეკუთვნის თუ არა აღმოჩენილი საფლავი ესპანელ მწერალს, მკვლევარები დაეყრდნობიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სერვანტესს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. ცნობილია, რომ 1571 წლის საზღვაო კონფლიქტის – ლეპანტოს ბრძოლის დროს, სერვანტესი მკერდში ორჯერ დაიჭრა. ამავე ბრძოლაში მან მარცხენა ხელიც დაიზიანა. ეს დაზიანებები მის ძვლებზე დღემდე იქნება შემორჩენილი.

 

მიგელ დე სერვანტესი 1547 წელს მადრიდში დაიბადა. ის მიჩნეულია ავტორად თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“. სერვანტესის გავლენა ესპანურ ენაზე იმდენად დიდია, რომ ესპანურს ხშირად “სერვანტესის ენას” უწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი