რუსეთი თავის კინოფონდში დაცულ ქართულ ფილმებს საქართველოს გადასცემს

რუსეთის “გოსფილმოფონდსა” და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთის კინოფონდში დაცულ ქართულ ფილმებს საქართველოს გადასცემს.

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, 2015 წლის იანვრიდან დაიწყება მუშაობა ფილმების მომზადებისა და გადმოცემისთვის, რომელსაც სვარაუდოდ ხუთი წელი დასჭრიდება.

“დღეს დასრულდა ეპოპეა, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება, ამიტომ ნამდვილად ისტორიული დღე არის დღეს”, -მიმართა მინისტრმა კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიწვეულ კინემატოგრაფისტებს.

საქმე შეეხება 1916-1990 წლებში შექმნილ ქართულ ფილმებს, რომლებიც “გოსფილმოფონდის” არქივში ინახება, ისინი პოზიტივის ფორმით გადმოეცემა საქართველოს. სამინისტრო ამბობს, რომ შემდგომ შეძლებენ, ნებისმიერ ფორმატში გადაიტანონ ფილმები.

 

რუსეთის კინოფონდი საქართველოს ქართულ ფილმებს გადასცემს
რუსეთის კინოფონდი საქართველოს ქართულ ფილმებს გადასცემს

სამინისტროში ვერ აკონკტერებენ, თუ რა რაოდენობის თანხა, როგორი ტიპის ტექნიკური სამუშაო იქნება საჭრო ქართული ფილმების გადმოცემისთვის. მინისტრის თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

კულტურის სამინისტროში იმყოფებოდა რუსეთის “გოსფილმოფონდის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბოროდაჩევი, რომელმაც მიხეილ გიორგაძესთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსეთის კინოფონდს შორის. მან განაცხადა, რომ “გოსფილმოფონდი”, სავარაუდოდ, 1916 წელს გადაღებულ პირველ მხატვრულ ქართულ ფილმს ინახავს.

“ყველა ფილმი, რომელიც მზადდებოდა საბჭოთა კავშირში, თავმოყრილია “გოსფილმოფონდში”. ისინი არიან კარგ მდგომარეობაში”, – განაცხადა მან.

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ქართულ კინოს საქართველოში დააბრუნებს.

“პრაქტიკულად, საქართველოში არ არის ერთი მთლიანი პლასტი ქართული კულტურის, ქართული კინოსი. რაც არის და ჩვენთან ტელევიზორში აჩვენებენ, ისეთი მდარე ხარისხის არის, საერთოდ არ შეიძლება ასეთი ფილმების ჩვენება.”

 

რუსეთის კინოფონდი საქართველოს ქართულ ფილმებს გადასცემს
რუსეთის კინოფონდი საქართველოს ქართულ ფილმებს გადასცემს

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა საქართველოს პრენიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ქართული ფილმების დაბრუნებასთან დაკავშირებით დიდი ხანი შეფერხებებით მიმდინარებდა, თუმცა არსებული პოლიტიკური ბარიერები მოიხსნა.

თემურ შენგელია, რომელიც აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, ამბობს, რომ რუსეთის კინოფონდში დაახლოებით ათასამდე ქართული ფილმი ინახება, მათ შორის მხატვრულიც და ანიმაციურიც. იგი იმოდვნებს, რომ მომავალი წლის ბოლომდე 100 ქართულ ფილმის საქართველოში ჩამოტანას შეძლებენ.

საქართველომ უნდა მოძებნოს საცავის ადგილი, სადაც ჩამოტანილი ქართული ფილმები განთავსდება. ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად მუსიკისა და თეატრის მუზეუმის შენობა განიხილება.

ხელშეკრულება საქართველოს კულტრუის სამინისტროსა და რუსეთის “გოსფილმოფონდს” შორის წლის ბოლოს გაფორმდება, რომლის შემდეგ ფილმების დაბრუნებაზე დაიწყება მუშაობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მიშა მეფარიშვილი