ხელოვნება

რიგით მეხუთე Kavkaz Jazz ფესტივალი 16 ივლისს დაიწყება

14 ივლისი, 2014 • • 1169
რიგით მეხუთე Kavkaz Jazz ფესტივალი 16 ივლისს დაიწყება

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, წელს პირველად ფესტივალი უმასპინძლებს “მრგვალი მაგიდების” სერიას, სადაც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ექსპერტები, კულტურის მენეჯერები და არტ-კრიტიკოსები იმსჯელებენ რეგიონულ მუსიკალურ ბაზარზე შექმნილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

 

საფესტივალო დღეებში დამწყებ ჯაზ-მუსიკოსებისთვის დადგეგმილია სემინარები. ასევე გაიმართება ყოველდღიური კონცერტები და ჯემ-სეიშენები. კონცერტებში მონაწილეობას ქართველ მუსიკოსებთან ერთად მიიღებენ მოწვეული სტუმრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.

 

Kavkaz Jazz ფესტივალი
Kavkaz Jazz ფესტივალი

Kavkaz Jazz არის ერთადერთი არაკომერციული ჯაზ-ფესტივალი საქართველოში, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებსაც სურთ, სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყონ ჯაზის განვითარებას, შემსრულებლებს შორის კულტურულ  დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

 

Kavkaz Jazz ფესტივალი ტარდება 2010 წლიდან. ამ პეროდის განმავლობაში ფესტივალში 50-მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა.

 

ფესტივალის სტუმრები 15 ივლისს ჩამოვლენ საქართველოში და ძველ თბილისში მოაწყობენ საფეხმავლო ექსკურსიას, ხოლო გახნის კონცერტი 16 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. 

 

პროგრამა:


16 ივლისი, ოთხშაბათი

11:00 – Divan. მასტერ-კლასი. მიყავს ზურაბ რამიშვილს

12:00 – კავკასიური სახლი. მრგვალი მაგიდა „ჯაზის ისტროია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. მოდერატორი – კახა თოლორდავა, საქართველო. 

19:30 –Greenema Open Air Cinema. Doors open.

20:00 – Greenema Open Air Cinema. გახსნის კონცერტი

 

17 ივლისი, ხუთშაბათი

11:00 –Divan. მასტერ-კლასი. მიყავს გაბრიელ ნიაძელიას, პოლონეთი

11:00 – Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მოდერატორი – არმენ მანუკიანი, სომხეთი

14:00 – Divan. მასტერ-კლასი. მიყავს მატეუშ პლინიევიჩს, პოლონეთი

14:00 – Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მოდერატორი – არმენ მანუკიანი, სომხეთი

20:00 – Divan. კონცერტი. ჯემ-სეიშენი

 

18 ივლისი, პარასკევი

11:00 – კლუბი Zazanova. მასტერ-კლასი. მიყავს ზაზა მარჯანიშვილს

11:00 – Divan Loung». მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მოდერატორი – თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი

14:00 – Divan» შემოქმედებითი შეხვედრა მაია ბარათაშვილთან

14:00 – Divan Lounge. მრგვალი მაგიდა „ჯაზი სამხრეთ კავკასიაში – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. მოდერატორი – თურან მამედალიევა, აზერბაიჯანი

20:00 – Divan. კონცერტი.

 

19 ივლისი, შაბათი

11:00 – ექსკურსია მცხეთაში

16:30 – კავკასიური სახლი. ღია დისკუსია. მოდერატორი – ელენე მეჩიტოვა

20:00 – Greenema Open Air Cinema. დახურვის კონცერტი

მასალების გადაბეჭდვის წესი