ხელოვნება

მცხეთისა და გელათის საკითხს იუნესკო მომავალ წელს განიხილავს

19 ივნისი, 2014 • • 2722
მცხეთისა და გელათის საკითხს იუნესკო მომავალ წელს განიხილავს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში იუნესკოს კულტურული მემვიდრეობის დაცვის კომიტეტის რიგით 38-ე სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი მონაწილეობენ.

საქართველოს მხარემ იუნესკოს 2014 წლის 31 იანვარსა და 1 თებერვალს მცხეთის ისტორიული მონუმენტებისა და გელათის ტაძრის შესახებ ანგარიში გადაუგზავნა. აღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტმა წინასწარულ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ მომავალ წელს განიხილება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საკითხი. 

საქართველოდან გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნულია გელათის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ახალი საზღვრები. გელათის მონასტერი ბაგრატის ტაძართან ერთად იუნესკოს კულტურული მემკვიდრობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს შეიტანეს, თუმცა მათ 2010 წელს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში ბაგრატის ტაძარში განხორციელებული სამუშაოების გამო გადაინაცვლა. 

გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი

2010 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით ბაგრატის ტაძრის აღდგენა დაიწყეს. ტაძარზე განხორციელებულ სამუშაოებს ეწინააღმდეგებოდა იუნესკო, რადგან ორგანიზაციის აზრით, ბაგრატის ტაძარი რენოვაციის შემდეგ დაკარგავდა ისტორიულ ღირებულებას.

ICOMOS-ისა (ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის) და ICCROM-ის (კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის კვლევის საერთაშორისო ცენრტი) სპეციალისტების სამი ვიზიტის შემდეგ იუნეკომ მიიღო გადაწყვეტიება, რომ ბაგრატის ტაძარმა დაკარგა კულტურული ღირებულება და გადაწყდა, რომ ბაგრატის ტაძარი დატოვებდა კულტრული მეკვიდროების ნუსხას.

2013 წელს პნომ-პენში გამართულ 37-ე სესიაზე იუნესკომ დროებით დატოვა გელათიცა და ბაგრატიც კულტურული მემკვიდროების ნუსხაში, იმ პირობით, რომ საქართველო გელათის ტაძრის რენომინაციის მოთხოვნით მიმართავდა მხოლოდ ახალი საზღვრებით, ბაგრატის ტაძრის გარეშე. საჭირო დოკუმენტაციის გადასაგზავნად ბოლო ვადა საქართველოს 2014 წლის 1 თებერვლამდე მიეცა. 

გელათის მონასტერში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. იუნეკოს განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისას გაითვალისწინეს მისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციები. იუნესკოს განმარტებით, საქართველოს მიერ გადაგზავნილი დოკუმენტები საბჭომ მიიჩნია დამაკმაყოფილებლად და განსახილველად გაუგზავნა კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს. 

რაც შეეხება მცხეთის ისტორიულ მონუმენტებს, იუნესკო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოგვარებულია ძეგლის მართვის არაეფექტური მექანიზმები, ძეგლისა და ბუფერული ზონის ბუნდოვანი განმარტება, არასაკმარისი კოორდინაცია ეკლესიასა და სახელმწიფო პირებს შორის, შეუფერებელი ურბანული განაშენიანება კულტურული მემკვიდრეობის ზონაში. 

იუნეკოს დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფომ შეაჩერა ძეგლის დაცვის ზონაში შეუფერებელი მშენებლობები, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა. 

Historical Monuments of Mtskheta
Historical Monuments of Mtskheta

თუმცა მოუგვარებელი რჩება ძეგლების მიმდებარედ მიწების პრივატიზება, ქვების ბუნებრივი ეროზია, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განხორციელებული სამუშაოები, რომელიც ძეგლის ავთენტურობას საფრთხეს უქმნის, აცხადებს იუნესკო.

1994 წელს იუნეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი სვეტიცხოველი და არმაზციხე, 2009 წლიდან შესულია საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში. მცხეთის ისტორულ ნაგებობები ICOMOS-ისა და ICCROM-ის მონიტორინგის რეაქტიულმა მისიებმა 2003, 2008, 2010, 2012 წლებში მოინახულეს. 

იუნესკოს მიხედვით, საქართველოს მხარემ 31 იანვარს გაგზავნილ დოკუმენტში აღნიშნა, რომ იგი მუშაობს შესაბამისი კანონმდებლობის შექმნაზე, რომლითაც უკეთესად დაიცავს კულტურულ მემკვიდრეობას მცხეთაში.

იუნესკო მიმართავს საქართველოს, რომ 2015 წლის 1 თებერვალს გააზავნოს დასრულებული მცხეთის მიწის მართვის გეგმა და ICOMOS-ისა და ICCROM-ის სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალსწინოს ამ საკითხების მოგვარების პროცესში. მცხეთის ისტორიული მონუმენტები და გელათისა და ბაგრატის ტაძრები საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში რჩებიან. მათ საკითხს იუნესკო მომავალ წელს, კომიტეტის 39-ე სესიაზე განიხილავს. 

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 38-ე სესიის სხდომა. 2014 წლის 15-25 ივნისი
იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის 38-ე სესიის სხდომა. 2014 წლის 15-25 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი