ხელოვნება

პრემია “დურუჯის” 2014 წლის მონაწილეების მოკლე სია გამოქვეყნდა

4 ივნისი, 2014 • • 1950
პრემია “დურუჯის”  2014 წლის მონაწილეების მოკლე სია გამოქვეყნდა

პრემია “დურუჯის” ნომინანტები წარდგენილი არიან ექვს ნომინაციაში: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი, საუკეთესო სცენოგრაფი, საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი. 

 

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციაში წარდგენილი არიან: 

1. თემურ ჩხეიძე – “გრონჰოლმის მეთოდი”, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2.  რობერტ სტურუა –  „მარია კალასი. გაკვეთილი“, თეატრი “ფაბრიკა”

3. დავით მღებრიშვილი – “ალუბლის ბაღი. რეპეტიცია”, ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

4. ივანე ხუციშვილი – “მაკბეტი”, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

5. დათა თავაძე – “ტროელი ქალები”, სამეფო უბნის თეატრი

 

დურუჯი
დურუჯი

საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულისთვის იბძოლებენ:

1. ლელა ალიბეგაშვილი – „მარია კალასი.გაკვეთილი“, თეატრი “ფაბრიკა”

2. . ბაია დვალიშვილი – “ტარტიუფი”, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

3. ბუბა გოგორიშვილი –  “მოჩვენებანი”, თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

4. ნიარა ჭიჭინაძე – “ალუბლის ბაღი. რეპეტიცია”, ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

5. მაგდა ლებანიძე – “ტროელი ქალები”, სამეფო უბნის თეატრი

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი:

 

  1. ალეკო მახარობლიშვილი – “გრონჰოლმის მეთოდი”, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი  
  2. ნიკოლოზ თავაძე – “გრონჰოლმის მეთოდი”, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი  
  3. გია აბესალაშვილი – “მაცეკვე ტანგო”, მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო თეატრი
  4. გია როინიშვილი – “ანტიგონე”, ილიაუნის თეატრი
  5. გიორგი სურმავა – “Holland Holland”,  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

 

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორებს შორის არიან:

 

1. ნინო მირზიაშვილი – “მაცეკვე ტანგო”, მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო თეატრი

2. ლაშა ბუღაძე – „ქეთათო“,თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

3. დავით გაბუნია – “Holland Holland”,  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

საუკეთესო სცენოგრაფი:

 

  1. ლევან ოჩხრიკიძე – “მოჩვენებანი”, თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი
  2. თეო კუხიანიძე – “მაკბეტი”, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი
  3. ქეთი ნადიბაიძე – “Holland Holland”,  ქ. ფოთის ვ.გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი:

 

1. დათა თავაძე – “ტროელი ქალები”, სამეფო უბნის თეატრი

2. მიშა ჩარკვიანი – “მოჩვენებანი”, თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

3. ვანო ხუციშვილი – “მაკბეტი”, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

 

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების შეტანის ვადა 15 მაისს ამოიწურა. “დურუჯის” პარტნიორი კომპანია “რედიქსის” ინფორმაციით, სულ შეიტანეს 37 განაცხადი 19 თეატრიდან, რომელთაგან შეარჩიეს მოკლე ნუსხა. პრემია “დურუჯი”, რომელიც წელს მეექვსედ გაიცემა, საქველმოქმედო ფონდმა “ცისკარი” დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი