ხელოვნება

დადიანების სასახლის რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა დაიწყო

3 ივნისი, 2014 • • 2260
დადიანების სასახლის რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა დაიწყო

ამერიკის საელჩოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და Icomos-საქართველო დადიანების სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობენ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაცია ოთხ თვეში მზად იქნება. ეკატერინეს სასახლის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება ფასადების ფერის ტესტირება, ძეგლის სრული ფოტოფიქსაცია, სასახლის ინტერიერების ისტორიული ორიგინალური მდგომარეობის შესწავლა და მომზადდება სახელოვნებათმცოდნეო კვლევა.

 

კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საპროექტო სამუშაოების მიზანია დაადგინოს ძეგლის მდგომაროება, რა დაზიანებები აქვს ეკატერინეს სასახლეს და არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით შეძლონ სასახლის ფასადის ფერის დადგენა. 

 

2014 წელს სააგენტომ დააფინანსა გეოლოგიური კვლევების ჩატარება დადიანების სასახლეში.  ამის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ნიკოს სასახლის საპროექტო დოკუმენტაციაც შედგება, რომელიც ასევე კომპლექსის ნაწილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი