ხელოვნება

კულტურის სამინისტრო: ჭიჭინაძის მოთხოვნის ადრესატი ადგილობრივი თვითმმართველობაა

24 თებერვალი, 2014 • • 1267
კულტურის სამინისტრო: ჭიჭინაძის მოთხოვნის ადრესატი ადგილობრივი თვითმმართველობაა

სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ არსებობს გაკრვეული პროცედურები, რომელთა დაცვითაც უნდა დაკმაყოფილდეს განცხადება. მისი თქმით, გოგი ჭიჭინაძესთან შესაძლოა კონსულტაციები გაიმართოს, თუმცა ეს სამინისტროს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.

 

სამინისტროში განმარტავენ, რომ ჭიჭინაძის ოთხწლიანი გეგმა ოპერის თეატრის განვითარების შესახებ იდეალისტური და არარეალისტურია.

 

ზაზა სოფრომაძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი მუნიციპალური დაქვემდებარების თეატრია. მინისტრი მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართვლობასთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელძღვანელებს, ხოლო თეატრი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

ამიტომ მიაჩნია სოფრომაძეს, რომ გოგი ჭიჭინაძის პრეტენზიების ადრესატი კულტურის სამინისტრო არ არის, რადგან მას მუნიციპალური დაქვემდებარების თეატრების ბიუჯეტიდან დაფინანსება არ შეუძლია.

 

“დაფინანსების ძირითად წყაროს ქუთაისის ოპერის თეატრისას წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი,” – აღნიშნა სოფრომაძემ.

 

ამის გარდა, ქუთაისის ოპერის თეატრს გასულ წელს ორი კონკრეტული პროექტი დაუფინანსდა სახელწმიფო ბუჯეტიდან, განმარტავს სოფრომაძე და დასძენს, რომ სამინისტროს აქვს პროგრამული დაფინანსება იმ თეატრებისთვის, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან. 

 

გოგი ჭიჭნაძემ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს 21 თებერვალს მიმართა ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაგადგომის მოთხოვნით. ჭიჭინაძე ამბობს, რომ გადადგომის მიზეზი თეატრის განვითარების 4-წლიანი სტრატეგიის განუხორციელებლობაა.

 

მისი პროექტის მიხედვით, 2014 წელს თეატრის დაფინანსება 17 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო. პროექტის მიზანი ქუთაისის ოპერის თეატრის “საერთაშორისო აღიარების მქონე თეატრის შექმნა” იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი