ხელოვნება

ქართული ფილმები ბერლინის კინოფესტივალის პროგრამებში

5 თებერვალი, 2014 • • 1670
ქართული ფილმები ბერლინის კინოფესტივალის პროგრამებში

ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები” კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი” 7 თებერვალს აჩვენებენ.

სექციაში „პანორამა”კი მიწვეულია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები”. ავტორის სარეჟისორო დებიუტის პირველი ჩვენება ფესტივალზე 7 თებერვალს გაიმართება. ფილმი პატიმრების ცოლების ცხოვრებას ასახავს.

 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმები ბერლინალეს სელექციონერმა – ნიკოლაი ნიკიტინმა 2013 წელს თბილისში ვიზიტის დროს შეარჩია.

 

ბერლინის კინობაზრობაზე ასევე იქნება წარმოდგენილი თეონა მღვდელაძე-გრენადეს ფილმი “ძმა” ,რომლის პრემიერაც როტერდამის ფესტივალზე შედგა.

 

პროდიუსერი ქეთი კალანდარიშვილი მიწვეულია ვორქშოფებში მონაწილეობის მისაღებად სექციაში Berlinale Talent.

 

კინოცენტრის ცნობით, კინობაზრობაზე გაიხსნება საქართველოს სტენდი, სადაც ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობისა და ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ.

 

ბერლინის 64-ე კინოფესტივალი 16 თებერვლამდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი